განათლების მინისტრის მოადგილე ქუთაისში გამართულ სამეცნიერო პიკნიკს დაესწრება
ამბები
26 სექტემბერი 18:58, 2017 წელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში, 27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისში გამართულ სამეცნიერო პიკნიკს დაესწრება.
პიკნიკზე წარმოდგენილი იქნება “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების” გამოფენები, პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაატარონ მსგავსი ექსპერიმენტები. პიკნიკში ასევე მონაწილეობს ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე - ბრიტანული სამეცნიერო შოუ.
ავტორი: ბადრი ქევანიშვილი