ენობრივი საკითხები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

ამბები

29 სექტემბერი 10:53, 2017 წელი

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2017“-ის ფარგლებში საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თემაზე: „ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“ VIII საერთაშორისო კონფერენცია ტარდება.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის“ ფარგლებში 27-29 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თემაზე: „ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“  VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. მრავალფეროვანი კონფერენციის პროგრამაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები ვაშინგტონის, პოზნანის, მაჰაჩყალის, დუზჯეს სამეცნიერო ცენტრებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთიდან დუზჯეს უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით. დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორი, წარმოშობით ქართველი პროფესორი ნიგარ დემირჯან ჩაქარი, ქართულად მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს", - ნათქვამია განცხადებაში.


"საგულისხმოა, რომ ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთის არაერთ უნივერსიტეტში ისწავლება. დუზჯეს უნივერსიტეტში ოთხი წლის წინათ გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. ამჟამად კი ამოქმედდა მაგისტრატურაც. დუზჯეს რეგიონში, სადაც მრავლად არიან მუჰაჯირი ქართველების შთამომავლები, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება საუნივერსიტეტო დონეზე, ერთობ მისასალმებელი და დასაფასებელია. საყურადღებო ფაქტია, რომ ქალბატონი ნიგარ დემირჯან ჩაქარის მხარდაჭერით წელს მაისში დუზჯეს უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია", - აღნიშნავენ განცხადებაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?