როგორ გავხდეთ დედა ნებისმიერ ასაკში : ინოვიაციური მეთოდი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

ამბები

2 ოქტომბერი 10:13, 2017 წელი

ხშირად ჩვენი სურვილები და გეგმები განსხვავდება ბიოლოგიური შესაძლებლობებისგან, მაგალითად ქალების შვილოსნობის უნარი,  რაც დროთა განმავლობაში ქვეითდება.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქალი ირჩევს კარიერის მოწყობას და შესაბამისად, შვილების გაჩენას მოგვიანებით.  პირველად კაცობრიობის ისტორიაში სულ უფრო მეტი ქალი ხდება  დედა 30 და არა 20 წლის ასაკში.


ინოვაციური მეთოდის შესახებ, კომპანია „მედვიზიტ გლობალის“ დირექტორი, ექიმი-გინეკოლოგი, თამუნა გაბუნია გვესაუბრება.



„ცნობილია, რომ ასაკი უარყოფითად მოქმედებს ქალის კვერცხუჯრედების რაოდენობაზე, მის ხარისხზე  და იწვევს მნიშვნელოვან შემცირებას 35 წლის ასაკიდან. საბედნიეროდ არსებობს გამოსვალი: კვერცხუჯრედების გაყინვა ადრეულ ასაკში, მათი შემდგომი გამოყენებისთვის.


ამ მეთოდის წყალობით,  ქალს საშუალება ეძლევა ჰყავდეს საკუთარი გენეტიკის მატარებელი შვილები მაშინ, როცა მზად იქნება დედობისთვის, ბიოლოგიური საათისგან დამოუკიდებლად.


წლების განმავლობაში კვერცხუჯრედების გაყინვა წარმოადგენდა ექსპერიმენტულ პროცედურას და არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. 2012 წელს ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციამ კვერცხუჯრედის გაყინვის მეთოდს მოუხსნა ექსპერიმენტულის სტატუსი, ვინაიდან დადგინდა მეთოდის უსაფრთხოება  და დღეს კვერცხუჯრედების გაყინვა განიხილება როგორც ეფექტური მეთოდი  და ფართოდ გამოიყენება  ინ ვიტრო ანუ ხელოვნურ განაყოფიერებაში.


რაში გამოიხატება აღნიშნული მეთოდის უპირატესობა?


კვერცხუჯრედის გაყინვის  უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს მეთოდი ეხმარება ქალებს, რომელთაც არ სურთ ადრეულ ასაკში გააჩინონ შვილები,  ან ვერ ახერხებენ დაორსულებას სხვადასხვა მიზეზის გამო (კარიერაა, ოჯახური პირობები, პარტნიორი), მაგრამ სურთ თავიდან აიცილონ  დაგვიანებულ შვილოსნობასთან ასოცირებული რისკები.  კვერცხუჯრედის გაყინვა  ანიჭებს  ქალებს მეტ თავისუფლებას ოჯახის დაგეგმარების საკითხში, მათი  სურვილების და შესაძლებლობების შესაბამისად. აღნიშნული მეთოდი ასევე  გამოიყენება ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე.


უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას სთავაზობთ პაციენტებს?


„მედვიზიტ გლობალი“ წარმოადგენს ინოვაციურ კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალების მოტივაცია/გაძლიერება - ჰქონდეთ მეტი თავისუფლება ცხოვრებაში და თვითონვე აირჩიონ, როდის გახდნენ დედები, ბიოლოგიური საათისგან დამოუკიდებლად.


„მედვიზიტ გლობალი“ გთავაზობთ  კვერცხუჯრედის ექსტრაქციას, გაყინვას და შენახვას, ასევე შემდგომ მისი გამოყენების შესაძლებლობას ხელოვნური განაყოფიერების გზით. ჩვენ გთავაზობთ კვერცხუჯრედების გაყინვას უახლესი ვიტრიფიკაციის მეთოდით, რაც გამორიცხავს კრისტალების წარმოქმნას გაყინვის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კვერცხუჯრედების შემადგენლობაში შედის წყალი.


რა ღირს ინოვაციური მეთოდი?


ინოვაციური მეთოდის ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. პაციენტებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მისაღებ ფასად. ძირითად პაკეტში შედის: პირველადი გამოკვლევები, სამედიცინო მომზადება, კვერცხუჯრედის ექსტრაქცია, რომელიც 15-წუთიანი პროცედურაა და ტარდება ანესთეზიის ქვეშ. ასევე კვერცხუჯრედის გაყინვა და შენახვა.  ბაზისური კვლევებით  შესაძლებელია მოხდეს თქვენი მდგომარეობის შეფასება და სათანადო გადაწყვეტილების მიღება. „მედვიზიტ გლობალი“ თანამშრომლობს საქართველოში წამყვან სამედიცინო კლინიკებთან და პროფესიონალ ექიმებთან, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ რეპროდუქციული მედიცინის სფეროში.


აღნიშნული მეთოდის გარდა, კიდევ რა მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?


„მედვიზიტ გლობალი“ დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო კლინიკებთან და პროფესიონალ ექიმებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წყვილებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ მშობლები, თუმცა გარკვეული პრობლემები აქვთ, დავეხმარებით მათთვის სასურველი სუროგატი დედის და/ან კვერცხუჯრედის დონორის შერჩევაში.


დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანია „მედვიზიტ გლობალი“ პაციენტის ინტერესზე მორგებული კომპანიაა, რომელიც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს.


უფასო კონსულტაციისთვის დარეკეთ  599 56 67 61 ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე http://medvisitglobal.com


გვეწვიეთ „ფეისბუქის“ გვერდზე:


https://www.facebook.com/%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-Medvisit-Global-206709613108203/

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?