გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის სტუმრებს შესაძლებლობა გექნებათ: დააგემოვნოთ საუკეთესო კახური ღვინო და შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად; მიიღოთ მონაწილეობა ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში, ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში, დაათვალიეროთ თქვენთვის შექმნილი მოსავლის საშემოდგომო და ქართული ღვინის ღვინის ისტორიის პავილიონები; მოისმინოთ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ფოლკლორული სიმღერები და იხილოთ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები; მიიღოთ მონაწილეობა სახალისო გათამაშებაში და მოიგოთ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიერ დაწესებული საჩუქრები;
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.