ქართველი ექსპერტები საერთაშორისო შეჯიბრის მონაწილეებს შეაფასებენ

ამბები

5 ოქტომბერი 10:47, 2017 წელი

14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ  აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც საქართველო  მესამედ მონაწილეობს და საკუთარ წარმომადგენლებს შვიდ პროფესიაში წარადგენს. 

გამგზავრებამდე, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა და მათმა პედაგოგებმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დახმარებით, ხანგრძლივი მომზადების ეტაპი და სატრენინგო მოდული გაიარეს. შედეგად,  მათი პროფესიონალიზმი  Worldskills-ის ორგანიზატორების მხრიდან უმაღლესი ქულებით შეფასდა, რაც Worldskills-ის ბაზაშიც აისახა.


 Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებს და მათ პედაგოგებს ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე შეხვდა და Worldskills Access Programme-ის წარმატების დაძლევისთვის, პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა, რითაც მათ   საერთაშორისო ექსპერტების სტატუსი მიენიჭათ. ამ დოკუმენტით, პედაგოგებს მიეცათ  შესაძლებლობა შეჯიბრის მონაწილე 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი შეაფასონ, გარდა იმისა, რომ მათ მონაწილე გუნდის წევრები მოამზადეს.


WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაცია. 2012 წლიდან, საქართველო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით, არის WorldSkills International-ის წევრი და ყოველწლიურად იხდის საწევრო გადასახადს. ამ ეტაპზე WorldSkills International აერთიანებს 77 ქვეყანას. WorldSkills–ის ფართომასშტაბიანი შეჯიბრებები პროფესიულ უნარებში  ორ წელიწადში ერთხელ რომელიმე წევრ ქვეყანაში ტარდება. შეჯიბრება მიმდინარეობს ოთხი დღის განმავლობაში. მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 22 წლამდე. პროფესიული უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის WorldSkills შესანიშნავი პლატფორმა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?