კურსდამთავრებულთა ყოველწლიური "დასაქმების ფორუმი" 2017

ამბები

5 ოქტომბერი 14:14, 2017 წელი

6 ოქტომბერს, 11 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური "დასაქმების ფორუმი" გაიმართება.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ "დასაქმების ფორუმს" მიმდინარე წელს თსუ უმასპინძლებს.


ფორუმს  ცენტრის ის 40-მდე  კურსდამთავრებული დაესწრება, რომელიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას  და ასევე სურს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა. 


ცენტრის მიზანია, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ფორუმის მეშვეობით, ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა და უნივერსიტეტების კოლაბორაციას, ახალგაზრდა პროფესიონალების ჩაბმას ინოვაციურ, კვლევით, სასწავლო პროცესებში საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის.


"დასაქმების ფორუმის" ფორმატი ითვალისწინებს სტიპენდიანტთა პრეზენტაციებს, რომლის ფარგლებში კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნონ მათ მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები. კერძოდ, ფორუმზე იგეგმება საპრეზენტაციო პანელების ორგანიზება შემდეგ სფეროებში:


• პოლიტიკური მეცნიერებები და საერთშორისო ურთიერთობები;


• ბიზნესი და ეკონომიკა;


• საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი;


• ჰუმანიტარული მეცნიერებები;


• სამართალი;


ფორუმს ასევე დაესწრებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც შეძლებენ ცენტრის სტიპენდიანტების, როგორც მომავალი ლექტორების, ობიექტურ და კრიტიკულ  შეფასებას.


ღონისძიების ბოლოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამას  გამოაცხადებს.


მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება ექნებათ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება და დაასრულეს სწავლა. პროგრამის ფარგლებში ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება წარადგინონ ინდივიდუალური და ერთობლივი პროექტები.


განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და  2014-17 წლებში  482 სასწავლო          სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის  მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის.  მათმა  ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა,  დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში  განაგრძობს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?