არჩილ ხანდამაშვილი: გურჯაანის ღვინის ფესტივალი ტრადიციად იქცევა

ამბები

8 ოქტომბერი 21:32, 2017 წელი

ქართული ღვინის კვირეულმა კახეთში სწორედ გურჯაანში აიღო სტარტი და წარმოდგენილი იყო, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო.

 

როგორც გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ს საპატიო სტუმარმა - კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებების მოწყობა ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას კახეთის რეგიონში.


„ღვინო არის ის მთავარი მიზიდულობა, რომელიც განაპირობებს ამ მუნიციპალიტეტის და მთლიანად კახეთის ეკონომიკის განვითარებას, ტურისტების მოზიდვას და მე ვფიქრობ, რომ წლევანდელი რთველი არის სტიმული მომავალი წლისთვის, ახალი ვენახების გაშენებისა და საოჯახო მარნების მშენებლობისკენ,“-აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


„ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, გურჯაანში პირველად ჩატარდა ღვინის ფესტივალი. ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რადგან გურჯაანი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი, როგორც ყურძნის გადამუშავების მხრივ, ასევე ქარხნების რაოდენობით. გურჯაანი მეღვინეობისა და მევენახეობის გულია და ეს ტრადიცია აუცილებლად უფრო და უფრო მასშტაბური უნდა გახდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილესა და ჩვენს სტუმრებს მობრძანებისთვის,“-  განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატის განცხადებით, გურჯაანში ბევრი საოჯახო ტიპის მარანია და მათი განვიტარებისთვის მხარდაჭერა აუცილებელია.


„ძალიან მნიშვნელოვანია გურჯაანში რომ ღვინის ფესტივალი ტარდება, იმდენად რამდენადაც ძალიან ბევრი საოჯახო ტიპის მარანია და ამ ადამიანებს ხელშეწყობა და განვითარება ნამდვილად სჭირდებათ,“- აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა.


გურჯაანს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში ბევრი საპატიო სტუმარი ჰყავდა, მათ შორის: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე გიორგი სამანიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავჯდომარე რომან კაკულია, ჯემალ სეფიაშვილი, ბესო ბერულაშვილი, ნათია ქოროღლიშვილი და სხვა.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?