ცესკოს თავმჯდომარე საქართველოში აკრედიტებული დიპმისიების წარმომადგენლებს შეხვდა

ამბები

18 ოქტომბერი 20:40, 2017 წელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.


თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.


"ეს არის ის ღონისძიებები და საქმიანობები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ანგარიშს წარვუდგენთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის, საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ჩართულობა, მონაწილეობა და ჩვენი მხრიდან მათთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესებისთვის. წელს ბევრი ინოვაცია დაინერგა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათ შორის ადამიანის უფლებების უკეთ რეალიზების თვალსაზრისით. ვგულისხმობ შშმ პირებს, ასევე ამომრჩევლებს, რომლებიც სხვადასხვა  მომსახურებით სარგებლობენ. ასევე ჩვენ დავნერგეთ მნიშვნელოვანი სერვისები პოლიტიკური პარტიებისთვის - მათ წარმომადგენლების დანიშვნა უკვე ონლაინ სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით  შეუძლიათ, და ეს საპილოტე პროექტი უკვე წარმატებულად მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.


"ცენტრალური საარჩევნო კომისია ემზადება არჩევნების პროფესიულ, გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამას ემსახურება, საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგვიდგენს შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელშიც აღწერილია ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული აქტივობები და საქმიანობები. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მხოლოდ მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ  საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ტექნიკური თვალსაზრისით ორგანიზებაში“, - განაცხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ.


საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?