„ცესკოს კვალიფიციური და გამოცდილი პიროვნება ხელმძღვანელობს“

ამბები

19 ოქტომბერი 16:49, 2017 წელი

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ცესკოში პოზიტიური ცვლილებები მხოლოდ ერთ ადამიანზე - თამარ ჟვანიაზე დაყრდნობით განხორციელდა.

“თამარ ჟვანიამ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო, როგორც საარჩევნო კომისიის შემადგენლობის, ასევე მის მიმართ საზოგადოების უნდობლობის თვალსაზრისით,“ - ამბობს საყვარელიძე „ახალ თაობასთან“, - „მას მერე სამი ურთულესი არჩევნები ჩაატარა ჟვანიამ ისე, რომ არც საზოგადოებაში გაჩენილა კომისიის მიმართ ეჭვი, არც უცხოელ დამკვირვებლებს გამოუთქვამთ შენიშვნები. ეს პოზიტიური ცვლილებები მოხდა მხოლოდ ერთ ადამიანზე, თამარ ჟვანიაზე დაყრდნობით. ცესკოს კვალიფიციური და გამოცდილი პიროვნება ხელმძღვანელობს. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და კარგად გააზრებულმა პიარკამპანიამ მოიტანა ეს შედეგი. დამსახურებული, მისალოცი და საამაყოა ჯო სი ბაქსტერის ჯილდო როგორც ქალბატონი თამარისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისათვის. საერთაშორისო აღიარება დროული, ძალზე დროულია, რადგან იგი საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობას ზრდის. ამ ჰიპერპოლიტიზირებულ ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო კომისიის ავტორიტეტი უაღრესად საჭიროა,” - დასძენს რამაზ საყვარელიძე. 

ცნობისათვის: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) თამარ ჟვანიას დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯო სი ბაქსტერის ჯილდო 2 ოქტომბერს გადასცა.

რამაზ საყვარელიძე ოპოზიციაზეც საუბრობს: „მას გამოარჩევს მაქსიმალური არაადექვატურობა და ადგილობრივი არჩევნების გადაქცევა სახელისუფლო არჩევნებად, რაც საპარლამენტო არჩევნების ფუნქციაა. ეს შეფასება, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ პარტიებს ეხება. ისინი იბრძვიან ხელისფლებისთვის და სურთ თბილისი ამის ბერკეტად აქციონ. მთავარი ინტრიგაა მეორე ტური - თუ მეორე ტური შედგა და მეორე ადგილზე ნაციონალების კანდიდატი ვერ გავიდა, მთელი ოპოზიციური და ნეიტრალური ხმები გადავა მეორე კანდიდატის მხარეს და მას გამარჯვების რეალური შანსი ექნება. თუ მეორე ტურში ნაციონალების კანდიდატი გავიდა, თბილისი მას ხმას არ მისცემს.“


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?