IDMC -ის ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დარღვევები და გადაცდომები დაფიქსირდა

ამბები

21 ოქტომბერი 13:07, 2017 წელი

თავისუფალი პლატფორმის წევრი ორგანიზაციის IDMC ხლმძღვანელის მიხეილ ჭიღლაძის განცხადებით,  IDMC-ის დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე საარჩევნო უბანზე გრკვეული დარღვევები და გადაცდომები  დაფიქსირდა.

როგორც დღეს სააგენტო  „პირველში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიღლაძემ აღნიშნა,   ქუთაისის 64-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისია  დაავიწყდა  საკონტროლო ფურცელზე დროის მითითება და გაახსენდათ მაშინ, როცა უკვე 5 ამომრჩეველს ხმა ჰქონდა მიცემული.


„ოლქის მითითებით და კურატორის თანდასწრებით გახსნეს ყუთი და მიმდინარეობდა ამ პრობლემის  აღმოფხვრა. კომისიამ დღის წესრიგში დააყენა აღნიშნული ბიულეტენების ბათილობის საკითხი. აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი. ქუთაისის მე-40 უბანზე  კი კომისიის რეგისტრატორმა წევრმა ამომრჩევლის ბარათით მოძებნა ამომრჩეველი სიაში და ამის შემდგომ გაუკეთა მარკირება.  აღმოჩნდა რომ ეს ამომრჩეველი არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი და მარკირება გაუკეთეს არასწორად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი“, -განაცხადა პრესკონფერენციაზე ჭიღლაძემ.


მისივე ცნობით, თბილისში, ვაკის საარჩევნო ოლქის მე-60 საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრატორმა 3 ბიულეტენს წინასწარ მოაწერა ხელი და დაარტყა ბეჭედი.


„თბილისში დაკვირვებას ვახორციელებთ მობილური ჯგუფის და 20-მდე დამკვირვებლის მეშვეობით. იმერეთის რეგიონში, ასევე თბილისში, ვაკის ოლქში ამ ეტაპზე ფიქსირდებ ა დაბალი აქტივობა და ამომრჩვეველს მოვუწიოდებთ მაღალი აქტივობისაკენ. მიუხედავად გარკვეული დარღვევების იდენტიფიცირებისა, ამ ეტაპზე არჩევნები მიმდინარეობს წყნარ, მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის დაცვით“,- განაცხადა IDMC-ის წარმომადგენელმა.


თავისუფალი პლატფორმის ალიანსის ფარგლებში სარჩევნო უბნებზე მონიტორინგს IDMC-ის 150-მდე დამკვირვებლი ახორციელებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?