პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში ქართველმა სტუდენტმა გაიმარჯვა

ამბები

27 ოქტომბერი 09:59, 2017 წელი

პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე ქართველ სტუდენტს საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო გადაეცა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ქალაქ აბუ-დაბიში გამართული პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა - შვიდი ქართველი მონაწილიდან ერთ-ერთს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტ ზურაბ შავიშვილს, სარესტორნო სერვისის შეჯიბრში ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო მიენიჭა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მასშტაბის შეჯიბრზე ქართველი გუნდის მონაწილეობა საქართველოსთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა და ეს გამოცდილება, ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად დაინერგება.


მისივე თქმით, შეჯიბრი ასევე ძალიან საინტერესო იყო ქართველი ექსპერტებისთვისა და დამკვირვებლებისთვის, რომლებიც ქართველ მონაწილეებთან ერთად,  იმ უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნენ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა პროფესიების მიმართულებით იყენებენ. 


„შეჯიბრი იმდენად რთული იყო, ბევრმა მონაწილემ სტრესს ვერ გაუძლო და კონკურსს მიმდინარეობის პროცესშივე გამოეთიშა. ჩვენმა ქვეყანამ კი, მიუხედავად მცირე წარმომადგენლობითი გუნდისა, ძალიან ღირსეულად შევასრულეთ ყველა დავალება, თითქმის იმ საერთაშორისო სტანდარტებს მივუახლოვდით, რომელიც  ამ პლატფორმის მეშვეობით ინერგება. ეს კი, რა თქმა უნდა, სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების საწინდარი გახდება“, - თქვა ქეთევან ნატრიაშვილმა.


პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, სადაც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, საქართველოს გუნდი შვიდ პროფესიაში იყო წარმოდგენილი: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?