მომხმარებელი Altaokay-ს საგარანტიო პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

ამბები

24 ნოემბერი 16:13, 2017 წელი

XXI საუკუნის მარკეტინგის პირობებში, მთელ მსოფლიოში კომპანიები გაყიდვების გაზრდას იმიჯზე ზრუნვით და მომსახურების მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებით ცდილობენ, საქართველოში კი საპირისპირო მიდგომებს ხშირად წააწყდებით. 

კომპანიების მხრიდან არცთუ იშვიათად აქვს ადგილი მომხმარებელთა უფლებების დარღვევას და, შესაბამისად, მომხმარებელიც ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას.
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს. პრობლემაა ძირითადად საგარანტიო პირობების შეუსრულებლობა.


ვისაც კავშირები და შესაძლებლობა აქვს, მედიის საშუალებით ცდილობს საკუთარი უფლებების დაცვას, ნაწილი სოციალურ ქსელებში პოსტავს, ზოგი სასამართლოში ასაჩივრებს, ზოგიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მიმართვას. 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 60 საჩივარი/პრეტენზია შევიდა. იანვრიდან ივნისამდე კი 90 საჩივარი დაფიქსირდა.


სწორედ საგარანტიო პირობებზე დავის შესახებ უამბო „პირველს“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც Altaokay-ს მაღაზიათა ქსელში ნოუთბუკი შეიძინა და ხარვეზის დაფიქსირების გამო, მეორე დღესვე დააბრუნა. კომპანია ხარვეზის არსებობას უარყოფს და ნივთის უკან დაბრუნებაზე უარს აცხადებს.  


აიტისპეციალისტი კოტე: Asus x541u მოდელის ლეპტოპი კომპანიის თანამშრომლისთვის გიორგი იველაშვილისთვის შევიძინეთ. ლეპტოპი 17 ნოემბერს ვიყიდეთ და ოფისში 20 ნოემბერს მოიტანეს. ნოუთბუკს სისტემური ხარვეზი ორშაბათსვე აღმოაჩნდა - კერძოდ, ოპერაციული სისტემის დაყენების დროს. მეორე დღეს ხარვეზი დროებით გამოსწორდა და ნოუთბუკმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა განაგრძო. იმავე დღეს, გარკვეული დროის შემდეგ, მისი ჩართვისას ისევ პრობლემა შეიქმნა. კერძოდ, ლეპტოპი ვერ ახერხებდა მასში მოთავსებული ერთ-ერთი დეტალის ე.წ. ვინჩესტერის აღქმას, რაც სერიოზული ხარვეზია. მის გარეშე ოპერატიული სისტემა ვერ ჩაირთვება.  რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ ხარვეზი თავისით გამოსწორდა. იმის შიშით, რომ ხარვეზი შეიძლებოდა განმეორებულიყო, და თავის დაზღვევის მიზნით, ლეპტოპი სერვისცენტრში მივიტანეთ. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ნივთის დასაბრუნებლად 5-დღიანი გარანტია გვქონდა. მეორე დღესვე დავაბრუნეთ და იმავე მოდელით შეცვლა ვითხოვეთ. „ალტაოკეიში“ გვითხრეს, რომ მოდელის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან „ტექპოინტში“ უნდა მივსულიყავით. „ტექპოინტში“ დიაგნოსტიკის ვადად 3-5 დღემდე მოითხოვეს. ამ ხუთი დღის განმავლობაში უნდა დავლოდებოდით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვჭირდებოდა და საქმე გვიფუჭდებოდა, ლეპტოპის გარეშე ვრჩებოდით. ოთხი დღე გავიდა უკვე და გვეუბნებიან, რომ ტექნიკას ხარვეზი არ აქვს, არც თანხას აბრუნებენ და არც სხვა აპარატით გვიცვლიან. ისევ იმ ლეპტოპს გვიბრუნებენ. მომხმარებელი არის უძლური - ვერაფერს უმტკიცებს და შესაძლოა, ორ დღეში იმავე ხარვეზმა იგივე პრობლემა შექმნას.


ლეპტოპის მფლობელი გიორგი იველაშვილი: მედიაჰოლდინგ „კლიპარტში“ მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ. კომპიუტერი დაზიანდა და სასწრაფოდ ახალი ლეპტოპი შევიძინეთ. ხარვეზი პირველივე დღეს დაფიქსირდა და მეორე დღესვე უკან დავაბრუნეთ, რის გამოც საქმის წარმოებას ვეღარ ვახერხებდი. იმედი მქონდა, რომ პრობლემა მალე მოგვარდებოდა. შევაწუხე ყველა, ავუხსენი მდგომარეობა, რომ უამრავი საქმე მაქვს შეჩერებული და პრობლემა მექმნება. ოთხი დღე გავიდე უკვე, რაც უკომპიუტეროდ ვარ. დღეში რამდენჯერმე ვრეკავდი. მარკეტინგსაც კი ვესაუბრე და მან დაურეკა ქოლცენტრს, რომელიც მეუბნება, რომ არაფერშუაში არ არის. გუშინ მთელი დღე მწერდნენ, რომ საგარანტიო პირობებს განსაზღვრავს ბრენდი. პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ბრენდის კომპანია მეუბნება, რომ კომპიუტერს არაფერი სჭირს და შემიძლია, უკან წავიღო. ეს კომუნიკაცია ჩემი განსაკუთრებული აქტიურობის გამო შედგა, დღეში რამდენჯერმე რომ არ მერეკა, პასუხსაც არ გამცემდნენ. ფაქტია, რომ ამდენი დღეა, კომპიუტერის გარეშე ვარ და კომპანიის მხრიდან ჩემი, როგორც მომხმარებლის, უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. არ მინდა ხარვეზიანი კომპიუტერი, რათა იგივე პრობლემა არ შემექმნას და ისევ საქმე არ გამიფუჭდეს. მინდა, რომ შემიცვალონ, რაზეც უარს ამბობენ“, - აღნიშნავს მომხმარებელი.


მისი თქმით, ლეპტოპს თუ ხარვეზი არ აქვს, როგორც ისინი ამბობენ, შეცვლა რა პრობლემაა, ისინი ხომ წაგებაში არ რჩებიან. რაკი არ ცვლიან, ფაქტია, რომ ხარვეზი ნამდვილად არის და მის გასაღებას ამ გზით ცდილობენ.


 „მე თვითონ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი ვარ და ვერ ვხვდები, ასეთ შეცდომას როგორ უშვებენ. არაპროფესიონალური მიდგომაა, რაც კომპანიის იმიჯს სერიოზულად აზარალებს. მით უმეტეს, რომ არა მგონია, პირველი მომხმარებელი ვიყო, ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახალი წელი მოდის და კომპანიაში იმიჯსა და გაყიდვების გაზრდაზე თუ ზრუნავენ, ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან. სხვა ქვეყანაში, სულ რომ არაფერი სჭირდეს ნივთს და მომხმარებელმა უკან დააბრუნოს, იმიჯს იმდენად უფრთხილდებიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო არ გაუშვან. იმ ფონზე, როდესაც კომპანია სოლიდურ თანხებს ხარჯავს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში და მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას ჰპირდება, მაღაზიაში მისული ადამიანი რეალურად სხვა ფაქტის წინაშე დგება. 21-ე საუკუნეა და ძალიან მალე ვრცელდება ინფორმაცია. მით უმეტეს, იცოდნენ, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მედიის სფეროსთან მქონდა კონტაქტი“, - განუცხადა „პირველს“ გიორგი იველაშვილმა.  


მომხმარებელთა უფლებების საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს: საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი; პროდუქციის უსაფრთხოება; სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე; არასათანადო ხარისხის მქონე და/ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე, მისი ქონებისთვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ; მომხმარებელთა კავშირებსა და საზოგადოებებში გაერთიანება.


PS


რამდენიმე წუთის წინ მომხმარებელმა გიორგი იველაშვილმა ნოუთბუკი, რომელსაც, „ალტაოკეის“ წარმომადგენლების მტკიცებით, პრობლემები არ აქვს, ოფისში მოიტანა. ნოუთბუკი კვლავ არ ჩაირთო. ქვემოთ იხილეთ ვიდეო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?