ვარდების მოედანზე ახალი რესტორანი „ანდროპოვის ყურები“ გაიხსნა

ამბები

14 დეკემბერი 18:12, 2017 წელი

ვარდების მოედანზე მდებარე „რესპუბლიკის“ შენობაში თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორნის პრეზენტაცია გაიმართა. „ანდროპოვის ყურები“ - ასე ეწოდება რესტორანს, რომლის ინტერიერზეც ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ Gilles & Bossier იმუშავა. 

აღნიშნული ბრენდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაღალი რანგის რესტორნებისა და სასტუმროების დიზაინზე მუშაობს.  https://www.gillesetboissier.com/home.php


დიზაინერი პატრიკ ჟილის თქმით - რესტორნის კონცეფციის შექმნის ინსპირაცია თბილისის ისტორიული ადგილები და ძველი უბნები გახდა. თანამედროვე დროსა და გარემოზე ისტორიული მნიშვნელობის მორგების გამო იქნა არჩეული სახელწოდებაც.


„დიზაინის ინსპირაცია დაკავშირებულია ჩემს პირველ ვიზიტთან ძველს ქალაქში, ის   გულისხმობს თანამედროვე მასალების და ტენდენციების გამოყენებას და სინთეზს ისტორიულ ნაწილთან. რაც შეეხება სახელს, "ანდროპოვის ყურები" რასაკვირველია, ეს სახელწოდება არ უნდა იქნას პირდაპირ გაგებული. დღემდე ასე ეძახის ყველა ამ ტერიტორიას, ეს არის ისტორიული ეპოქა, რომლის სახელი საინტერესოდ და იუმორით გავახმოვანეთ  თანამედროვე დიზაინში .” -  განმარტავს პატრიკ ჟილი  “ჟილ ი ბოსიე”-ს დამფუძნებელი.


თბილისის ცენტრში, „რესპუბლიკის“ ბოლო სართულზე განთავსებული რესტორნიდან ქალაქის  პანორამული ხედები იშლება. დახვეწილ ინტერიერს ადგილობრივი ელემენტების და კოსმოპოლიტური სტილის სინთეზი ქმნის.


რესტორნის განკარგულებაშია ტერასა და ბარი, რომელიც საუკეთესო კლასიკური კოქტეილებისა და ქართული ღვინის ფართო არჩევანს გთავაზობთ.


თევზისა და ზღვის პროდუქტების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ მრავალფეროვანი მენიუდან უმაღლესი ხარისხის კერძები დააგემოვნონ.


მრავალფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“, რომელიც „რადისონის“ ჯგუფის მართვის ქვეშ იქნება, იანვრიდან სრული დატვირთვით იმუშავებს. „რესპუბლიკა“ ვარდების მოედნის განვითარების იმ მთლიანი კონცეფციის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2007 წლიდან „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს.


"სუპერ წარუმატებული ადგილიდან ჩვენ გავაკეთეთ სუპერ წარმატებული პროექტი. სწორედ ასეთია ჩვენი ხედვა ვარდების მოედანთან დაკავშირებით. სასტუმრო ივერიის ნაცვლად, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში იყო ომის წაგების, დამარცხების სიმბოლო ახლა სასტუმრო რადისონი დგას, რომელიც უკვე მესამეჯერ აღიარეს საუკეთესოდ მსოფლიოში. ასეთი წარმატებული იქნება აქ ახალი სასტუმრო ტელეგრაფი, ასეთი წარმატებული იქნება მთლიანად  მოედანი და ასეთი წარმატებული იქნება საქართველო." - აღნიშნა "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ახალი რესტორნის პრეზენტაციაზე. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?