ცეკვის ლეგენდარული ანსამბლი „ანატოლიის ცეცხლი“ თბილისში კონცერტებს გამართავს!

ამბები

15 დეკემბერი 18:38, 2017 წელი

„ანატოლიის ცეცხლის“ საგასტროლო ტურნესთან დაკავშირებით  15 დეკემბერს ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადში“ კომპანია “SA Organization”-მა პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, თურქეთის საელჩოსა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობაზე, მისი შექმნის კონცეფციაზე, წარმატებებსა და საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე, ასევე კომპანია "SA Organization”-ის წარმატებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა სელაჰატინ ატალაიმ და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა მუსტაფა ერდოღანმა.


კომპანია „SA Organization“-ის ორგანიზებით, ლეგენდარულ მოცეკვავეთა ჯგუფის “ანატოლიის ცეცხლის” საქართველოში საგასტროლო ტურნე ბათუმით დაიწყო - 13 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში პირველი კონცერტი გაიმართა.


„ანატოლიის ცეცხლი“ ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.


„ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან, ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან და მოცეკვავეებს მთელი მსოფლიოდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. აღსანიშნავია, ჯგუფში 10 ქართველია, ეს ქართველი მაყურებლებისთვის დაგეგმილ კონცერტებს მეტ ინტერესს სძენს. კავკასიელებს ცეკვა უყვართ ძალიან. ცეკვის ენა უნივერსალურია. შეიძლება ითქვას, რომ “ანატოლიის ცეცხლის“ მთავარი მიზანია, დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა“, - ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობასა და საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე პროექტის ხელმძღვანელი სელაჰატინ ათალაი გვესაუბრა.


ლეგენდარული ჯგუფი 16-17 დეკემბერს თბილისს ეწვევა და კონცერტები თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ჯგუფის საგასტროლო ტურნე საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით ეწყობა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?