„მაგთიკომი„ ინტერნეტმომსახურების ბაზრის ლიდერია
ამბები
27 დეკემბერი 17:01, 2017 წელი
ინტერნეტმომსახურების ბაზარზე ცვლილებებია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
ოფიციალური მონაცემებით, ინტერნეტმომსახურების ბაზრის მოთამაშე კომპანიებს შორის „მაგთიკომმა“ ლიდერის პოზიცია დაიკავა.
2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მაგთიკომის ინტერნეტაბონენტების რაოდენობა 288,005-ს შეადგენს, რაც „სილქნეტს“ ბაზრის მეორე მსხვილ მოთამაშედ აქცევს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, „მაგთიკომს“ ასევე წამყვანი პოზიცია უკავია მაუწყებლობის ტრანზიტის (ტელევიზიის) ბაზარზეც.
https://analytics.gncc.ge/
ავტორი: ბადრი ქევანიშვილი