მარნეულში ალილოს მსვლელობა გაიმართა

ამბები

7 იანვარი 16:56, 2018 წელი

მაცხოვრის შობის დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში, რიგით მე-4 ალილო გაიმართა, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა.

ალილოს მსვლელობა  მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები უძღვებოდნენ, მათ უკან კი მწყემსები მოყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ.


საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან  გიორგაძემ მოადგილესთან ერთად, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირები, სტიქაროსნები და ეკლესიის მრევლმა.


ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი.  აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებაც შეიტანეს წვლილი და  ალილოს მონაწილეებს ტკბილეული, სურსათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.


ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის სკვერში დასრულდა. მეუფე გიორგიმ დალოცა ალილოს მონაწილეები  და დღესასწაული მიულოცა.


მრევლს სიტყვით მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმაც –„ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ  ქრისტეს  შობის ბრწყინვალე  დღესასწაულს!  ბედნიერება, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს!


დღეს მეც ჩვენს  თანამოქალაქეებთან ერთად გახარებული და ვარ ვიზიარებ მათ სიხარულს, რომელიც ქრისტეს დაბადებით არის გამოწვეული! ჩვენი ქვეყანა, საქართველო   ყოველთვის იყო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლო, რაც  სამაგალითოა და დასტურია იმისა, რომ საქართველო უძველესი  ტოლერანტული ქვეყანაა!  კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს  ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს!“


საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ტრადიციად ჩამოყალიბდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?