Loudspeakers: „შანსი გვაქვს, მსოფლიო დონის ვარსკვლავ ჯეიმს ბლანტთან ერთად ვიმღეროთ“

ამბები

6 მარტი 12:25, 2018 წელი

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს “The Afterlove-ის”  ფარგლებში  თბილისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ესტუმრება. კონცერტზე, რომელიც  მიხეილ  მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება მომღერალი ფანებს საყვარელი ჰიტების You’re Beautiful” და “Goodbye My Lover” შესრულებას ჰპირდება.

ცნობილია, რომ ფესტივალზე ასევე მოწვეულია ჯგუფი - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა),  რომელიც  სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას  მასპინძლობას კი, ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ.
ამ ეტაპზე, ქართული როკ ჯგუფით Loudspeakers-ით დავინტერესდით, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა. მათი სავიზიტო მუსიკა World in my eyes გახლავთ, რომელმაც თავის დროზე თაყვანისმცემლების დიდი არმია შემატა ჯგუფს.


როგორ მასპინძლობას გაუწევს ღონისძიებას Loudspeakers, ჯგუფის წევრებს (გიორგი ტეცოშვილი, ლევან მამალაძე, სანდრო წიკლაური და ლევან ლაუდაძე) სარეპეტიციო ოთახში ვესტუმრეთ.


ძველი შენობის მეორე თუ მესამე სართულზე (კარგად ვერ მივხვდი, რადგან საკმაოდ დიდი ლაბირინთის გავლა მოგვიწია) გამოყოფილი ოთახი, იქ არსებული თითოეული დეტალი, როგორიცააა მოძველებული სავარძელი, ოდნავ მბჟუტავი ნათურა, სიძველის სუნი, ჯგუფის ყოველდღიურობას ქმნის.
მართალია, მათ კომფორტული სარეპეტიციო დარბაზი არ აქვთ, მაგრამ აქვთ მთავარი - საინტერესო გარემო, სადაც ის მუსიკა იქმნება, რომელიც მრავალ ადამიანს უყვარს, იზიდავს და საკონცერტო დარბაზებში აერთიანებს.
განსხვავებული ხმის ტემბრი, საოცარი მელოდიები, შემსრულებლების უშუალობა და მათი ბუნებრივი ღიმილი მათი შეყვარების მიზეზს გაძლევთ. ამისთვის, უბრალოდ, უნდა მოუსმინოთ…


„დამოუკიდებლობის დღეს გამართულ კონცერტზე მონაწილეობა და ჩვენი რეპერტუარის შესრულება ჯგუფისთვის ძალიან დიდი პატივია, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიაში 26 მაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. სასიამოვნოა ისიც, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, მსოფლიო დონის მუსიკოს ჯეიმს ბლანტთან ერთად, კონცერტში  მივიღოთ მონაწილეობა,“ - ამბობს  LOUDspeakers - ის სოლისტი ლევან ლაუდაძე.


- ლევან, 26 მაისს, თქვენი რეპერტუარიდან მაინც რომელ სიმღერებს შეასრულებთ?  
- ვინდა რაც შეიძლება მეტი ახალი სიმღერა შევასრულოთ, დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელი ჩვენგან მუდმივ სიახლეს ელის, შესაბამისად, დღეს ახალ სიმღერებზეც ვმუშაობთ.


- რა მოლოდინები გაქვთ, ნერვულობთ?
- ზოგადად მიმაჩნია, რომ  საკმაოდ კარგი  ტრადიცია დაინერგება - 26 მაისს მსოფლიო დონის ვარსკვლავების  სტუმრობა ქვეყანაში. ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ  ჯგუფი მსმენელის წინაშე მაქსიმალურად მომზადებული წარდგეს - ახალი რეპერტური, ბევრი ახალი მელოდია, რომელიც ტრადიციულად ჰიტად იქცევა. ამასთან,  ჩვენთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა, რადგამ მსოფლიო დონის მუსიკოს ჯეიმს ბლანტთან ერთად ჩვენი რეპერტუარის შესრულების შესაძლებლობა მოგვეცა.


- ლევან, როგორ გგონიათ, თქვენი ჯგუფი რატომ შეირჩა?
- თავიდან უბრალოდ ინფორმაცია გვქონდა,რომ 26 მაისს მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა მიგვეღო მონაწილეობა, შემდეგ გავიგეთ,რომ კონცერტზე მოწვეული იყო ბრიტანელი პოპ ვარსკვლავი - ჯეიმს ბლანტი. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სტიმულია, და ერთგვარი წახალისება. ვიმედოვნებთ, რომ ჯეიმს ბლანტს ღირსეულ მაპისნძლობას გავუწევთ.


- რატომ ივსება მუდმივად თქვენს კონცერტზე დარბაზი?
- ალბათ იმას იღებენ, რასაც ელოდებიან და იმედგაცრუებულები რომ არ რჩებიან.  ფესტივალები, კონცერტები, ეს კი მუსიკოსებისთვის აუცილებელია. გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.


- 26 მაისამდე თუ გაქვთ კონცერტი დაგეგმილი?
- კი, 10 მარტს გვაქვს სოლო-კონცერტი დიღომში, კინოსტუდია ქართული ფილმის პავილიონში. ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე,რომლებსაც შევასრულებთ 10 მარტს და რა თქმა უნდა, 26 მაისსაც.


- რას პირდებით მსმენელს 26 მაისს, ჯეიმს ბლანტთან დუეტს ხომ არ გეგმავთ?
- ბოლო წლებია საბედნიეროდ,  ქართულ ჯგუფებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა,რომ მაშტაბურ კონცერტებზე მიიღონ მნაწილეობა. ჩვენ შანსი გვაქვს   ფართო აუდიტორიის წინაშე  მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად ვიმღეროთ.  ფესტივალის დეტალები კი, ჯერჯერობით, საიდუმლოთ დავტოვოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?