პირველად საქართველოში უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო 2018“ გაიმართება

ამბები

19 მარტი 15:23, 2018 წელი

20 მარტს, 11:00-ზე, სასტუმრო „რადისონში“  „არეა ექსპო 2018“-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება .

საქართველოში პირველად, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე, უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას „არეა ექსპო 2018“ უმასპინძლებს. 


30, 31 მარტს და 1 აპრილს, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, ესტუმროს „არეა ექსპო 2018“-ს, გაეცნოს ქართველი დეველოპერების მიერ წარდგენილ, მიმდინარე თუ დასრულებულ პოექტებს და სურვილის შემთხვევაში ადგილზევე შეიძინოს სასურველი პროდუქტი. 


ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, რომელიც გამოფენაზე გამოიტანს პროექტს „ 50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ კომერციულად საინტერესო ქონებას. სამი დღის განმავლობაში, დეველოპერები მომხმარებლებს შესთავაზებენ განსაკუთრებულ ფასებს, ხოლო ბანკების წარმომადგენლები ადგილზე უზრუნველყოფენ პროდუქტის ხელმისაწვდომობას. ასევე წარმოდგენილი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთების ბრენდების სტენდები, ხოლო Marketer.ge მოაწყობს TALK-ების სერიას სამშენებლო საკითხებზე. ღონისძიების მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო.

მშენებლობები, უძრავი ქონება და დეველოპერთა საქმიანობა, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე აქტუალური თემებია, საქართველოს დედაქალში და მის ფარგლებს გარეთ. გაზრდილია მშენებლობის ობიექტების რიცხვი, მომხმარებლებს არჩევანის მრავალფეროვანი სპექტრი აქვთ, უბნების, ტიპების, არქიტექტურისა თუ პირობების მიხედვით. უძრავი ქონების გაყიდვების 2017 წლის მაჩვენებელი წინამორბედ წელთან მიმართებაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სწორედ ამიტომ, „არეა ექსპო 2018“, ერთ სივრცეში უყრის თავს 100-მდე დეველოპერს, რომელიც საუკეთესო პირობებს სთავაზობს მომხმარებელს. მსგავსი ტიპის ღონისძიება აპრობირებულია საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოში პირველად ტარდება. ეს არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოში ჩატარებულა. თბილისის მოსახლეობას და არა მარტო მას, ეძლევა საშუალება ერთ სივრცეში დაათვალიეროს საქართველოში მიმდინარე თუ დასრულებული პროექტები, შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ბინა, საოფისე, თუ კომერციული ფართი რეგიონის, უბნის, არქიტექტურის გათვალისწინებით, თანაც სპეციალური პირობებითა და ფასით.

„არეა ექსპო 2018“-ს ორგანიზატორია უძრავი ქონების სერვისების კომპანია „არეა ჯგუფი“, რომელიც მიზნად ისახავს,  უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდების საერთაშორისო პრაქტიკისა და  სტანდარტების დანერგვას საქართველოში.


პრესკონფერენციაზე წარმოდგენილები იქნებიან:


ეკატერინე სისაური - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე


თამარ მაშავა - არეა ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი


ნინო ჯინჯოლავა - არეა ჯგუფის მმართველი პარტნიორი, დამფუძნებელი


მამუკა ანთია - მარკეტერ ჯი-ს პროექტების მენეჯერი



დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?