"ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ" მომხმარებლებს ახალი Toyota Camry-ი წარუდგინა

ამბები

17 აპრილი 11:08, 2018 წელი

"ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ" მომხმარებლებს სედანის სეგმენტის ფლაგმანი Toyota Camry-ს, ახალი მე-8 თაობის მოდელი წარუდგინა.

პრეზენტაციის ფორმატი ტრადიციულად განსხვავებული და მეტად ორიგინალური გახლდათ. "წარმატება არ არის დასასრული, ის მხოლოდ დასაწყისია, რადგან სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი!" - ეს გახლდათ პრეზენტაციის მთავარი სლოგანი რომელიც სრულად პასუხობს "ტოიოტა კამრის" ახალ შესაძლებლობებს.


 


მე-6 თაობის შემდეგ "კამრი" მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და დღემდე 19 მილიონი ერთეულია გაყიდული. წლის განმავლობაში 700 000-ზე მეტი მოდელის გაყიდვით "კამრი" რჩება მსოფლიო ბესტსელერად სედანების D/E კატეგორიაში, ახალ მოდელს კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.


 


მე-8 თაობის "კამრი" სრულად ითვალისწინებს ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA) დიზაინის და ინჟინერის ფილოსოფიას. ახალი "კამრის" დიზაინი წინამორბედზე გაცილებით დახვეწილია, იაპონელების მიზანიც სწორედ ეს იყო. ახალი Toyota Camry-ს პროპორციები უფრო დინამიკურია. წინა მოდელს ასეთი ცოცხალი და ემოციური დიზაინი არ ჰქონდა - ახლა კი "კამრი" უფრო ახალგაზრდული ავტომობილი გახდა. თვლების ბაზა 50 მილიმეტრითაა გაზრდილი, რაც მეტ დინამიკასთან ერთად, მეტ სივრცესაც ნიშნავს. ეს განსაკუთრებით სალონის უკანა განყოფილებას ეხება, სადაც ახლა გაცილებით მეტი სივრცეა.


სრულად ახალია ავტომობილის ინტერიერის დიზაინიც. სალონში მაშინვე თვალში მოგხვდებათ S-ფორმის ხაზი ცენტრალურ კონსოლზე. ცენტრალური მომსახურების ელემენტი კი დიდი სენსორული ეკრანია. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სალონში გამოყენებული მასალების ხარისხიც.


 


"კამრით" პირველივე გასეირნებისას შეამჩნევთ - ავტომობილი გაცილებით მანევრული და დინამიკური გახდა. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა კიდევ უფრო დაბლა დაიწია. მძღოლის სავარძელიც 20 მილიმეტრით უფრო ღრმადაა მოთავსებული, შესაბამისად საჭესთან მძღოლს შეეძლება უფრო სპორტულად იგრძნოს თავი - რამდენადაც ეს ამ კლასის სედანშია შესაძლებელი. ახალი "კამრი" მოსახვევებშიც გაცილებით უფრო მდგრადია.


 


"კამრი" მისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებშიც დაიხვეწა -  კომფორტი და უსაფრთხოება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომფორტის თვალსაზრისით ახალმა მოდელმა ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. იაპონელებმა განსაკუთრებული ყურადღება


 


ხმაურიზოლაციის ოპტიმიზაციას დაუთმეს. მაღალ სისწრაფეზეც კი სალონში სრული სიჩუმე ნარჩუნდება და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხმის იზოლაციის დამსახურებაა.


 


რაც შეეხება ძრავებს, ახალი "კამრი" ხელმისაწვდომია ბენზინის სრულად ახალი, 2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავით და ასევე ახალი 3,5-ლიტრიანი V6 აგრეგატით. სრულად ახალია CVT გადაცემათა კოლოფიც (ე.წ. ვარიატორი) და 8-საფეხურიანი ავტომატიკაც.


 

დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინო, თუკი მარტო აპირებ საცხოვრებლად გადასვლას

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საცხოვრებლად მარტო გადასვლის შესაძლებლობა? ამ დროს გონებაში უკვე ვაწყობთ მომავალ ბინას, უკვე ვიცით, სად დავიდგამთ საყვარელ სავარძელს; სად მოვიწყობთ სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებს.
დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.