თბილისი რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს

ამბები

29 აპრილი 15:19, 2018 წელი

28-30 აპრილს, თბილისი რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტები იმართება.

29 აპრილს, კლუბში "რესპუბლიკა" მსმენელის წინაშე, აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი ”Naturally 7“, ასევე  Jamiroquai -ის ბენდის წევრი DJ Derrick McKenzie და Steve Taylor (iCulture) წარდგებიან.


თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი 28 აპრილს, “Event Hall“-ში  ცნობილმა ამერიკულმა ჯაზ-ტრიომ „Bad Plus” გახსნა. კონცერტის დაწყებამდე, ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი - Sandro Bibich Trio/სანდრო ბიბიჩ ტრიო წარდგა.


თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი  30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში“Miles Electric Band”-ის კონცერტით დაიხურება, რომელსაც სპეციალური სტუმარი, ცნობილი საქსაფონისტი რავი კოლტრეინი ეყოლება.


ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ასევე წარდგება კონსერვატორიის ჯაზ-ბენდი/Conservatoire Jazz Band - ლილიკო კორკოტაშვილის (ვოკალი), მიხეილ ჯაფარიძის (ბასი), ლუკა თოფურიას(კლავიში), გიგი ცინცაძისა (გიტარა) და გიო კაპანაძის (დრამი) შემადგენლობით.


ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან, თბილისის ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე,  აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს „ჯაზის საერთაშორისო დღეს“ დაემთხვევა.


ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში,  იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით  დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა კონცერტებითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც, რომელიც 2018 წლიდან, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას სწორედ 21 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის ჯაზ-ფესტივალით გააგრძელებს.


ფესტივალის წარმდგენი: თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS;


ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია;


თბილისის ჯაზ ფესტივალის პროგრამა/TBILISI JAZZ FESTIVAL PROGRAM


29.04 19:00 • რესპუბლიკა · Naturally 7 · DJ Set: Derrick McKenzie (Jamiroquai), Steve Taylor (iCulture) ;


30.04 (ჯაზის საერთაშორისო დღე) 19:00 . თბილისის საკონცერტო დარბაზი · Conservatoire Jazz Band · Miles Electric Band Special guest: Ravi Coltrane.


ფესტივალის სპონსორია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, Check In Georgia, ამერიკის საელჩო საქართველოში, UNESCO


ფესტივალის მხარდამჭერია: myvideo.ge, „ალმა“, რადიო ფორტუნა, არტარეა, OK, „ჯორჯია თუდეი“, შავი ლომი, TKT.GE, “Sound City”.


ინფორმაცია მუსიკოსების შესახებ:


Naturally 7


”Naturally 7“ აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფია, რომელიც 1999 წელს ნიუ-იორკში შეიქმნა. ჯგუფის ლიდერი როჯერ ტომასია. როგორც თავად ტომასი ამბობს, „“Naturally 7“ - იგივე ხელოვნებაა, აქციო ადამიანების ხმა მუსიკალურ ინსტრუმენტად.


პირველი ალბომი, სახელწოდებით “Non-Fiction“ ჯგუფმა 2000 წელს გამოუშვა. აღნიშნულმა ალბომმა მათ კარიერულ წინსვლას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. 19 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, “Naturally 7”-ს სულ 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ჯგუფის ყველაზე ცნობილი ჰიტებია: “Music Is The Key” და “Feel It (In The Air Tonight)”.


დღეისათვის, ამერიკული ჯგუფის წევრები  არიან: როჯერ და უორენ ტომასები, როდ ოლდრიჯი, რიკი კორტი, დუეიტ სტიუარტი და კელვინ „კელც“ მიტჩელი.


Miles Electric Band


9 ვარსკვლავისგან დაკომპლექტებული ბენდი, რომლის ხელმძღვანელიც მუსიკოსი ვინს უილბერნია, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკას ასრულებს - სწორედ აქედან მოდის ბენდის სახელწოდებაც - “The Miles Electric Band”.


წელს, ბენდის შემადგენლობაში შედიან, როგორც ახალგაზარდა ამომავალი ვარსკვლავები, ასევე, გრემის ჯილდოს არაერთგზის მფლობელი მუსიკოსები, მათ შორის: მაილს დევისის ბენდის წევრი მუსიკოსის დისშვილი - ვინსენტ ვილბორნ ჯუნიორი (დრამი); მაილს დევისის ბენდის ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი რობერტ ირვინგ III (კლავიში), ენტონი რუნი (საქსაფონი), სტივ ვანდერის, ჰერბი ჰენკოკისა და  დევისის ბენდების წევრი მუნიუნგო ჯექსონი (პერკუსია), რიჩარდ პეტერსონი (ბასი), რავი ნაიმპალი (ტაბლა), დიჯეი ჰაპა და ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავები - ჯერემი პელტი (საყვირი) და დევიდ გილმორი (გიტარა).


რავი კოლტრეინი


მუსიკალური კარიერა ცნობილმა ამერიკელმა საქსაფონისტმა რავი კოლტრეინმა, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, რავი კოლტრეინს 6 ალბომი აქვს გამოცემული. ბოლო ალბომი, სახელწოდებით, “Spirit Fiction” საქსაფონისტმა 2012 წელს გამოუშვა.


რავი კოლტრეინი ლეგენდარული ჯონ კოლტრეინის შვილია, რომელსაც მამამ სახელი საკუთარი კუმირის, ინდოელი მუსიკოსის რავი შანკარის საპატივსაცემოდ დაარქვა. ჯონ კოლტრეინის გარდაცვალების შემდეგ, 1967 წელს, ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში გადავიდა. კარიერის დასაწყისში, ახალგაზრდა საქსაფონისტმა დედასთან, ელის კოლტრეინთან ერთად, სხვადასხვა მუსიკალური პროექტი განახორციელა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?