როგორ ემზადება ჯეიმს ბლანტის სტუმრობისთვის ღონისძიების ოქროს სპონსორი „ვისოლ ჯგუფი“

ამბები

30 აპრილი 13:15, 2018 წელი

მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა კომპანიების საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს „The AfterLove-ის“ ფარგელბში თბილისს ეწვევა. კონცერტი, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მომღერალი მსმენელს სხვა სიმღერებთან ერთად, თავის უკვდავ ჰიტებსაც  „You are Beautiful“ და „Goodbye My Lover “  შეასრულებს. 


ღონისძიების ოქროს სპონსორია „ვისოლ ჯგუფი“.
„ვფიქრობ, საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ვარსკვლავებს, მათ შორის ჯეიმს ბლანტს. მსგავსი პროექტები ეხმარება ქვეყნას საკუთარი ტურისტული პოტენციალი ფართო საზოგადობას გააცნოს,  რაც საბოლოოდ მის იმიჯზე დადებითად აისახება,“ - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთნ ურთიერთობისა და  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა, რუსუდან კბილაშვილმა.


ჯეიმს ბლანტის საქართველოში ჩამოყვანას ახლად დაფუძნებული საპრომოუშენო კომპანია „Black Pearl Live“ უზრუნველყოფს. საქართველო წელს მსოფლიოს ტურნეს ნაწილი პირველადაა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცერტი ყველასთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყოს.
თუ როგორ ემზადება ღონისძიების ოქროს სპონსორი „ვისოლ ჯგუფი“, გვესაუბრება „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთნ ურთიერთობისა და  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, რუსუდან კბილაშვილი.


- რამ გადაგაწყვეტინათ, ღონისძიების ოქროს სპონსორები ყოფილიყავით და როგორ ემზადებით ჯეიმს ბლანტის სტუმრობისთვის?
- ვფიქრობთ, რომ 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს შორის, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი ჯეიმს ბლანტის კონცერტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბურია. შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე,  ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად სასიამოვნოდ აღვნიშნოთ. ამ მიმართულებით ჩვენი ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანას საკუთარი ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინოს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა კომპანიების საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს. 26 მაისს საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა ელის კონცერტზე მოსულს მსმენელს და ყველა ერთად ღირსეულად ვიზეიმებთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ უკვე მზად ვართ ჯეიმს ბლანტის სტუმრობისთვის!


- რამდენად ხშირად ხართ მასშტაბური აქტივობების სპონსორები და რომელს გამოყოფდით?
- „ვისოლ ჯგუფის“ საკომუნიკაციო სტრატეგიის  ფარგლებში აქცენტებს რამდენიმე მიმართულებით ვაკეთებთ, როგორიცაა, საავტომობილო სპორტის  მიმართულება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეგიონალურ დონეზე წიგნიერების ამაღლება, ჩვენ უკვე 200-მდე ბიბლიოთეკის მომარაგება შევძელით წიგნებით და სხვ. აქტივობებიდან გამოვყოფდი - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,  რადგან ეს ყველაზე ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მიმდინარე პროექტია. მის ფარგლებში ჯამში 14 გარბენია დაგეგმილი, რომელიც საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს მოიცავს. გვჯერა, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება თავის სათქმელს იტყვის და  პოპულარიზაციას გაუწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?