ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს ქართულ ენაზე მიმართა

ამბები

29 მაისი 15:20, 2018 წელი

გრემის ხუთგზის ნომინანტმა, ბრიტანელმა ვარსკვლავმა ჯეიმს ბლანტმა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ქართველ მსმენელს 26 მაისი კონცერტით მიულოცა...

26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ლოკომოტივი) ბრიტანელმა ვარსკვლავმა ჯეიმს ბლანტმა კონცერტი გამართა და მსმენელს ქართულად მიესალმა -„გამარჯობა“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვითა და რამდენიმე ქართული სიტყვის ცოდნით, მომღერალმა, მსმენელის გული მალევე მოიგო; საოცარი ქარიზმატულობის, ენერგიულობისა და დამახასიათებელი ბრიტანული იუმორის საშუალებით კი ჯეიმს ბლანტმა, მარტივად მოახერხა აუდიტორიის აყოლიება და მათთვის ჯადოსნური საღამოს შექმნა. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრისთვის მან თითქმის ორი საათის განმავლობაში იმღერა.


ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულა თავისი ბოლო ალბომიდან "Afterlove". დაახლოებით ორსაათიანი პროგრამის განმავლობაში მუსიკოსმა რამდენიმე ქართული სიტყვა წარმოთქვა და ქართველ მსმენელს მადლობა მშობლიურ ენაზე რამდენჯერმე გადაუხადა. მან სცენიდან სტადიონზე მყოფ მაყურებლებთან ერთად „სელფიც“ გადაიღო და აღნიშნა, რომ საქართველოში სტუმრობით მოხარულია. უამინდობის მიუხედავად, მომღერალმა ქართველი მსმენელი თავისი მუსიკით აღაფრთოვანა. ისინი ჯეიმს ბლანტთან ერთად ასრულებდნენ ცნობილ ჰიტებს, მათ შორის You're Beautiful-სა და Goodbye My Lover-ს.


განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა მომღერლის სურვილი, რომელმაც მსმენელს ჩამუხლვა, შემდეგ კი განათება სთხოვა. აციმციმებული სტადიონი ჯეიმს ბლანტის დაუვიწყარი მუსიკის ფონზე მართლაც შთამბეჭდავ ეფექტს ქმნიდა. 


"ნახვამდის, Happy Birthday Georgia, იმედია, მალე შევხვდებით", - ასე დაემშვიდობა ბლანტი კონცერტის დასრულებისას ქართველ მსმენელს.


ჯეიმს ბლანტი პირველი სოლო მომღერალია, რომელიც Black Pearl Live მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად 26 მაისისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრა და ფესტივალში "დამოუკიდებლობის დღე" მიიღო მონაწილეობა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფესტივალის საერთო ენა მუსიკა გახლდათ, რომელმაც ქართველი და უცხოელი მსმენელი გააერთიანა. ქართველ მსმენელს კი საშუალება მისცა, გამხდარიყვნენ მნიშვნელოვანი ტურნეს მონაწილე.


ჯეიმს ბლანტის სცენაზე გამოსვლამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჯგუფებმა - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), ასევე ქართულმა როკ ჯგუფებმა Young Georgian Lolitaz და Loudspeakers.


თინათინ სამყურაშვილი, "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი:


“ფესტივალმა 4 კონცერტი გააერთიანა. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, მონაწილეობდნენ, როგორც ქართველი შემსრუებლები, ასევე ქართველი უცხოელები. ფესტივალი ქართული ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფებით გაიხსნა. ასევე მოწვეული გვყავდა სამხრეთ აფრიკიდან პოპულარული ჯგუფი, ამერიკაში ემტივის ჩარტების მონაწილე ჯგუფი, თუმცა ფესტივალის მთავარი ვარსკვლავი 43 წლის მომღერალი და გრემის ხუთგზის ნომინანტი, ჯეიმს ბლანტი იყო. ფესტივალი "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგებში ჩატარდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძარვნა. მნიშვნელოვანია ის, რომ საპრომოუშენო კომპანია "Black Pearl Live" საქართველოში პროექტებს სწორედ ამ ღონისძიებით იწყებს”.


ჯეიმს ბლანტს სახელი გაუთქვა 2005 წელს გამოცემულმა ალბომმა Back to Bedlam და სინგლებმა „You're Beautiful“ და „Goodbye My Lover“. მის რეპერტუარს შეიძლება ეწოდოს აკუსტიკური პოპის, როკ-მუსიკისა და ხალხური მუსიკის სინთეზი. დამოუკიდებელ ლეიბლზე Custard Records ჩანაწერების გამოცემის შემდეგ ბლანტმა მიიღო ბრიტანული მუსიკის ორი, MTV-ს ვიდეოს ორი და აივორ ნოველოს ორი ჯილდო. 2006 წლისათვის იგი გრემის ხუთ ჯილდოზე იყო ნომინირებული. შემდეგ წელს გამოიცა მისი მეორე ალბომი All the Lost Souls (2007). ბლანტის მესამე ალბომი Some Kind of Trouble გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში.  მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ბლანტის 18 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო სადებიუტო, Back to Bedlamმოხვდა ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?