ქეთი კენკიშვილი: „ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, ის ჯერ უნდა შეიცნო და შემდეგ დააგემოვნო“

ამბები

12 ივლისი 11:10, 2018 წელი

კომპანია GWS-ის ელჩი ღვინის  შესახებ და მის გემოვნურ თვისებებზე.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS  ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, „GWS”-ის მფლობელობაში  350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშორისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინოსა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი.

ღვინის წარმოებასა, მის მნიშვნელობასა და გემოვნურ თვისებებზე, საკუთარ კარიერულ მოღვაწეობასა და იმ ნარატივზე რაც დღემდე მოიყვანა,  გვესაუბრება კომპანია GWS-ის ელჩი ქეთი კენკიშვილი:

ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ფრანგული ენა. დავდოდი ფრანგულ სკოლაში. სწავლა გავაგრძელე საფრანგეთში სტრასბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოგვიანებით დავბრუნდი საქართველოში და მას შემდეგ ვცხოვრობ თბილისში.

- კარიეული მოღვაწეობა სად და როგორ განაგრძეთ?

-  ამის შემდეგ, სხვადასხვა პროფესიით, საკმაოდ  ბევრგან მომიწია მუშაობა. კერძო კომპანიაშიც და საერთაშორისო პროექტებშიც. ბოლო პერიოდში 3 წლის განმავლობაში ვიყავი საფრანგეთის სავაჭრო პალატის დირექტორი


კომპანია GWS-ის  შესახებ ბავშვობიდან ვფლობდი გარკვეულ ინფორმაციას, რადგან ის თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომპანია იყო. მივიღე მოწვევა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმლების კომპანიიდან, რომ გავმხდარიყავი მათი ელჩი. იმ პერიოდში კომპანიას  ელჩი საერთოდ არ ჰყავდა, ზოგადად, მაშინ ეს პოზიცია საერთოდ არც არსებობდა. დღესაც საქართველოში არსებულ კომპანიებს  ძალიან ცოტას თუ აქვს მსგავსი პოზიცია შექმნილი.



-  რას ნიშნავს ეს პოზიცია კომპანიისთვის?


-  ელჩი ნიშნავს იყო წარმომადგენელი კომპანიის და შესაბამისად მისი პროდუქციის პრიორიტეტულ ბაზრებზე.


-  თქვენ ხართ GWS-ის ელჩი, თქვენ წარადგენთ პროდუქციას უცხოურ ბაზრებზე, ხართ კომპანიის სახე სხვა ქვეყნებში. კონკრეტულად, რომ გვითხრათ, რას მოიცავს თქვენი პოზიცია? რა გევალებათ?


-  ჩემი მოვალეობა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობაა. ასევე, ჩემი ძირითადი მოვალეობაა, რომ წარვადგინო კომპანია და მისი პროდუქცია საქართველოსა და სხვადასხვა პრიორიტეტულ ბაზრებზე. პრიორიტეტული ბაზრებია მაგალითად, უკრაინა, ჩინეთი, რუსეთი, პოლონეთი, ყაზახეთი  და. ა.შ. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით, ნამდვილად, ბევრ ადგილას იცნობენ ქართულ ღვინოს და აფასებენ მის ხარისხსა და სტილს. ქართული ღვინო ნამდვილად უნიკალურია, მისი ჯიშებითა და ხასიათით .ასევე ზოგიერთ ქვეყანაში ,ვმართავთ სხვადასხვა  ღონისძიებებსა და შეხვედრებს.  ასევე, არსებობს ბაზრები, სადაც ჩემგან ელოდებიან საინტერესო ინფორმაციებს ღვინის, საქართველოსა და  ჩვენი კულტურის შესახებ.


- რატომ ღვინის კომპანია, საიდან წამოვიდა ინტერესი ღვინის წარმოებაზე?


- ზოგადად, საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩემთვის რთულად წარმოსადგენია ქართველი ადამიანი, რომელსაც ღვინის მიმართ ინტერესი არ აქვს. ძალიან მიხარია, რომ საქართველო ძალიან ბევრმა ადამიანმა , როგორც ღვინის სამშობლო ისე გაიცნო. საქართველოს კულტურაში ღვინოსა და ვენახს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 


- თქვენ, როგორც პროფესიონალი, ღვინის დაგემოვნებისას, რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?


-  ღვინის დაგემოვნების დროს ყველაზე დიდ ყურადღებას მის მთლიანობასა და ბალანსს ვაქცევ. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ არის ერთმანეთთან შერწყმული ღვინის ფერი, არომატი, ტანინი და მჟავიანობა. მნიშვნელოვანია, ასევე, თუ რა ემოცია მოაქვს ღვინოს ჩემამდე. ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ ის ჯერ უნდა შეიცნო და შემდეგ დააგემოვნო, რადგან მან ბოლომდე მოიტანოს შენამდე ის ემოცია, რისი მოტანაც მას შეუძლია.


-  თქვენ როგორ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?


- პირადად უპირატესობას მშრალ ღვინოს ვანიჭებ. მიყვარს თეთრიც და წითელიც.


-  ცნობილია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა კერძს მივირთმევთ კონკრეტული სახეობის ღვინის დაგეგმოვნებისას, თქვენ რა რჩევას მოგვცემდით?


-  უპირველესად,  ნებისმიერი ღვინის შერჩევისას ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს თავისი გემოვნება. როგორი ღვინო უყვარს? მშრალი თუ ტკბილი? ამის შემდეგ უნდა დაისვას კითხვა, მხოლოდ ღვინის დაგემოვნება  სურს ადამიანს თუ რაიმე კონკრეტულ კერძთან ერთად აგემოვნებს. თეთრი ღვინო არის უფრო მეტად თხელი, მსუბუქი. ის არ არის იმდენად ინტენსიური და მკვეთრად გამოხატული, როგორც წითელი. შესაბამისად, თეთრი ღვინო უფრო მეტად მსუბუქ კერძებთან ერთად მიირთმევა, მაგალითად, როგორიცაა, ბოსტნეული, თევზეული, ზღვის პროდუქტები. წითელი ღვინო უფრო მეტად ხორცს უხდება, რადგან ხორცს მკვეთრად გამოხატული გემოვნური თვისებები აქვს. ერთი მხრივ აუცილებელია, რომ თვითონ ღვინო იყოს დაბალანსებული, მეორე მხრივ კი, კერძთან უნდა იყოს ბალანსში. კერძის არომატები, მათ შორის, მჟავიანობა და სიმკვეთრე უნდა შესაბამებოდეს ღვინის გემოვნურ თვისებებს. 


-  შეაფასეთ ქართული ბაზარი,როგორც ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ?


-  ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი,რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ბაზარი საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ჩვენი კომპანია მთავარ აქცენტს - ღვინის ხარისხსა და პროფესიონალიზმზე აკეთებს. ჩვენ მთელ პროცესს ვენახის მოვლიდან ღვინის დაწურვამდე თავად ვაკონტროლებთ, რაც მაღალი ხარისსხის გარანტია. ჩვენი ღვინოები ძალიან დიდი წარმატებით იყიდება როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ბაზრებზე. ტრადიციიული ბაზრებია საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი. ბოლო პერიოდში გაჩნდა ახალი ბაზრები ქართული ღვინისთვის: პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, აშშ...


-  სულ ახლახანს კომპანიამ ტრადიციული ღონისძიება გამართა, ამეჯრად ბაროკოს სტილში სახელწოდებით „ტკბობის ბაღი“ , სადაც საკულტო ღვინოების წარდგენა მოხდა, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?


-  უკვე მესამე წელია კომპანია ჯივიესში ტრადიციულად ვაწყობთ ღონისძიებას, სადაც ჩვენს სტუმრებს ახალ პროდუქტებს წარვუდგენთ. 2016 წელს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ 40 წლის იუბილე აღნიშნა, სადაც სტუმრებს ახალი ბრენდი ვისმინო წარვუდგინეთ. 2017 წელს ბახუსის ზეიმი მოვაწყეთ და სტუმრებს ექსკლუზიურად შევთავაზეთ თამადას დიდებული რეზერვი და ქვევრი.   ამ წლის 23 ივნისს ჯივიესში გავმართეთ ღონისძიება სადაც ჩვენს სტუმრებს წარვუდგინეთ ახალი საკულტო ღვინოების კოლექცია „საქართველოს ფერები“. ეს კოლექცია მოიცავს სამ ღვინოს: ერთი თეთრი სახელწოდებით ვარდისუბანი და ორი წითელი სახელწოდებით აკურა და ართანა. რატომ ტკბობის ბაღი? საკულტო ღვინოები გულისხმობს პრემიალურზე მაღალი ხაზის ღვინოებს რომელსაც მეღვინეები სრული მრძნობელობით ძალიან მცირე რაოდენობით ქმნიან. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ღონისძიების თემად ბაროკო, ვინაიდან მოგეხსენებათ, ბაროკოს მახასიათებლებია ექსპრესიულობა, სიცოცხლით ტკბობა, სიცოცხლის ზეიმია.


- კომპანიის სამომავლო და სტრატეგიულ გეგმებზე რას გვეტყვით?


-  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ღვინოები. მათი ხარისხი და სტილი. ასე იყო წარსულში, კიდევ უფრო მეტად არის დღეს  და ასე გაძლიერდება მომავალშიც. დაახლოებით 4-5 წელია ძალინ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ვენახებში, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ყურძნის ხარისხზე, შევცვალეთ მევანეხეობის პრაქტიკა, იმისთვის რომ საბოლოოდ ჩვენი ღვინის ხარისხი გაგვეუმჯობესებინა. ღვინოების ეს ხარისხი, მევენახეობის ეს ხარისხი არის ჯივიესის სტრატეგიის მთავარი საყრდენი. ბოლო რამნდენიმე წლის განმავლობაში ჯივიესს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა როგორც მოცულობის ისე ღირებულების თვალზასზისით. ჩვენს  სტრატეგიას სამ ღერძს ემყარება: პირველი ეს არის ჩვენი ღვინოების ხარისხი და სტილი, რომელიც აღიარებულია როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ბაზარზე. მეორე  - ეს არის კომერციული ტრატეგია, კერძოდ  მრავალფეროვანი ბაზრები. ისტორიულად ჯივიესის პროდუქცია გადიოდა ექსპორტზე რუსეთში, უკრაინაში. ბოლო რამდენიმე წელია მოვიძიეთ ახალი ბაზრები როგორიც არის ჩინეთი, თუმცა ახლა უკვე მათ შემოუერთდა დასავლეთ ევროპაც. სხვათა შორიც სიმბოლურად საფრანგეთშიც გაგვაქვს ღვინო ექსპორტზე. ეს ჩვენთვის დიდი წარმატებაა. სტრატეგიის მესამე ძირითადი ღერძი არის ჩვენი ბრენდების პორთფელის განვითარება. ბოლო რამდენიმე წელია განვავითარეთ ახალი ბრენდები. ისტორიულად ჯივიესი აწარმოებდა ძველ თბილისს და თამადას. ბოლო პერიოდში შევქმენით „ვისმინო“ ქართული ბაზრისთვის, თამადას დავამატეთ სუპერპრემიალური ხაზი დიდებული რეზერვის და ქვევრის სახით. წელს მომხმარებელს ახალი საკულტო ღვინოების კოლექცია წარვუდგინეთ. აი ეს სამი ძირითადი სტატეგია გვაქვს - ჩვენი ღვინოების ხარისხი, ჩვენი საექსორტო ბაზრების მრავალფეროვნება და ჩვენი პროდუქტების და სამარკო ნიშნების პორტფელის განვითარება. 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?