კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ სტარტს 17 სექტემბერს აიღებს - სამოქალაქო კვირეული 10 რეგიონს მოიცავს

ამბები

14 სექტემბერი 15:06, 2018 წელი

საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ ფარგლებში, 17 სექტემბერს, 10:00 საათზე, „ახალ მზიურში“ პრეზენტაცია გაიმართება.

კამპანია იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით.


კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 17-21 სექტემბერს, საქართველოს რეგიონებში  მოეწყობა სამოქალაქო კვირეული. კერძოდ, დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში გადამზადდებიან რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონებში ჩატარდება ტრენინგები მძღოლებისთვის და სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან.


კვირეული სტარტს 17 სექტემბერს რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში აიღებს და  10 რეგიონს მოიცავს, მათ შორის,  კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა -მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა. დამზადდება და რეგიონებში გავრცელდება საინფორმაციო ბეჭდური მასალები.


სამოქალაქო კვირეული დასრულდება  21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში.  22 სექტემბერს კი, თბილისში კამპანია შეურთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.  კამპანია იქნება გადამდები, გამოწვევის ხასიათის და კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და  ბიზნეს კომპანიებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატება.


შეგახსენებთ, რომ „დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.


სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?