„დღე ავტომობილის გარეშე“ - საერთაშორისო დღეს კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ შეუერთდა

ამბები

24 სექტემბერი 15:17, 2018 წელი

სამოქალაქო კვირეული „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო“, რომელმაც სტარტი  თბილისში, 17 სექტემბერს აიღო  დასრულდა.

კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ  არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტი.


საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სამოქალაქო კვირეული, დედაქალაქის გარდა, 10 რეგიონს მოიცავდა,  მათ შორის,  კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა.  აღნიშნულ რეგიონებში კამპანიის ორგანიზატორებმა მძღოლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.  


22 სექტემბერს კი,  თბილისში კამპანია საერთაშორისო ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდა, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. კვირეულის ორგანიზატორებმა საზოგადოებასა და  ბიზნეს კომპანიებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდეს, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატა.


საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომარათონიც გაიმართა, რომელმაც სტარტი ვაკის პარკიდან აიღო. მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილები სახლში დატოვეს, ვარდების მოედნამდე, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ველოსიპედებით დაეშვნენ. ღონისძიების მიზანი იყო, თბილისელებმა რაც შეიძლება ნაკლები ავტოტრანსპორტი გამოიყენონ და უპირატესობა ფეხით სიარულს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან და ველოსიპედით სეირნობას მიანიჭონ. ველომარათონი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა და გარბენში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.


"დღე ავტომობილის გარეშე" ჩატარდა კამპანიის ,,სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" ფარგლებში, რომელსაც წინ უძღოდა 10 რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები მძღოლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. საერთო ჯამში 1000-მდე ადამიანმა მიიღო ინფორმაცია საქართველოში ჰაერის დაბინძურების, საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების მნიშვნელობის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ გამოწვევას და ერთად შევეცდებით აღნიშნული პრობლემის დაძლევას,” - განაცხადა ,,სიდას" აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა.


როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სამწუხაროდ, თბილისში ველოსიპედით გადადგილება პოპულარული არ არის, თუმცა თბილისის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მაქსიმალლურად ცდილობს, რომ მოაწყოს ველობილიკი, იქ სადაც ამის საშუალება იქნება.


„ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო გამოსული, ველოსიპედებით გავისეირნეთ დედაქალაქში. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ერთ-ერთი მიმართულება. ჩვენ, რა თქმა უნდა , ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯანსაღის ცხოვრების წესი დაინერგოს ქალაქში. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება.ზოგადად, ველობილიკებს რაც შეეხება,საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა და ჩვენ, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, ვცდილობთ, სადაც შესაძლებელია აუცილებლად იყოს გათვალისწინებული ველობილიკების პროექტი. კოსტავა-შარტავას მონაკვეთი ამის ნათელი მაგალითია, სადაც კეთდება ველობილიკები, დაუკავშირდება პეკინის ქუჩას და ძალიან დიდი სივრცე გამოვა. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში, ვისაც უყვარს ველოსიპედით გადადგილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მეტი ადამიანი გადადგილდებოდეს ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უკვე ნელ-ნელა „არა“ უნდა ვუთხრათ, "მკვლელ ავტომობილებს" რომელიც მწყობრიდან გამოსულია და ეკოლოგიურად აზიანებს ქალაქსა და ჩვენს ჯანმრთელობას“, - აღნიშნა კალაძემ.


ღონისძიება „დღე მანქანის გარეშე“ მნიშვნელობასა და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობაზე ისაუბრა გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა.


„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ყოველდღე თბილისი და მიიწევს წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედების მიმართულება. გვინდა, რომ ამ ქალაქში ჰაერის ნაკლები დაბინძურება და ნაკლები სტრესი იყოს. დედაქალაქში დღეს 300-ჯერ მეტი ავტომობილია, ვიდრე ეს იყო 2004 წელს, ეს ტენდენცია იზრდება. ჩვენ ვიცით, ის თუ რა შედეგებიც მოყვება ჰაერის დაბინძურებას და რა ეკონომიკური ზარალი მოყვება იმას, რომ ძალიან ბევრი ავტომობილია ქალაქში. ცუდს შედეგს იძლევა დაავადებების მხრივ და ეს უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ნილ სკოტმა.


“ის, რომ დღეს ჰაერი დაბინძურებულია და დაბინძურების დიდი წილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ყველა ვთანხმდებით, თუმცა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ვითარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ცნობადობის ამაღლება და სწორედ, ამისთვის განხორციელდა კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო“ . მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ, ასევე ეკომართვის წესებზე, რაც ყველა ჩვენგან შეგვიძლია, გამოვიყენოთ; შეგვიძლია, მცირე მანძილებზე გადაადგილებისას დავტოვოთ პირადი ავტომობილი და გადავაადგილდეთ როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე სხვა ალტერნატიული საშუალებებით და ხშირად ვიაროთ ფეხით,” – აღნიშნა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.


მარათონი  ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის (ACCESS) მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის დაფინანსებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ორგანიზაცია “სიდა”, “ეკოლოგიკა’, “ახალი საზოგადოება”, “იარე ფეხით”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”.


შეგახსენებთ, რომ „დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?