სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს

ამბები

15 ოქტომბერი 17:25, 2018 წელი

ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის კლიმატური ცვლილებები, როგორიცაა წყალდიდობები ან ხანძრები, საფრთხეს წარმოადგენს.


„ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თემა. ბუნების დაცვა, არამხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. კლიმატური ცვლილებები ეხება ყველას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ წყალდიდობებს, ხანძრებს. ჩვენი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს. უცხოეთში ყველა კონფერენციაზე, სადაც ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობენ, თქვენი წარმომადგენელი ვიქნები. პრეზიდენტის წასვლა ასეთ კონფერენციებზე აჩვენებს ყველას, რომ ქვეყანა ამ ბრძოლაში ჩართულია. საქართველო მრავალფეროვანი ბუნების მქონეა, მთელი მსოფლიოსთვის ღირებულია აქაური ფაუნა და ფლორა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის და მოვითხოვოთ ჩვენი პარტნიორების დახმარება. ამ რეგიონს მოცემულობაში აქვს ეკოტურიზმი, ეკოპროდუქტები, რაფტინგი და ბევრი სხვა და ამ ყველაფრის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, სპორტი, რომელიც ველურ ბუნებაში ძალიან კარგად ვითარდება. მათ შორის ცხენოსნობა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი სპორტული სახეობა და არ მესმის, რატომ არ არის საქართველოში მეტად განვითარებული, არადა ნამდვილად ზის ჩვენს ხასიათში და ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ მას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?