ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გარკვეული ზომები უკვე მიღებულია იმისთვის, რომ მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა გარკვეული შეღავათებითა და პრივილეგიებით სარგებლობდეს.
„თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რომ დაცლის ტალღა შევამციროთ და დაგროვების ტალღად გადავაქციოთ. მე, როგორც ქვეყანაში დაბრუნების სიმბოლოს, მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია და ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. სადაც კი შემიძლია, მივიტანო მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, მე ამას მივიტან და ხელს შევუწყობ მაქსიმალურად.
არ არსებობს, რომ ამაში პრეზიდენტი პიროვნულად და პირადად არ იყოს პასუხისმგებელი და ჩართული ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში. ამაზე პირადად მე ვიქნები თქვენ წინაშე პასუხისმგებელი. ამას აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური და ეკონომიკური მხარე. ანუ ადამიანების დაბრუნება, ისეთი ეკონომიკური პირობების შექმნა, რომ მათი აქ ყოფნა გაუსაძლისი არ იყოს, თუნდაც ზამთარში, ეს ნიშნავს, რომ ტრანსპორტი რეგულარულ დონეზე უნდა არსებობდეს. კლიმატური პირობები რთულია, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია. ამ საკითხში მე ძალიან მომთხოვნი ვიქნები მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რომ ყველაფერი გაკეთდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.