„ვისოლი“ მოგიწოდებთ, შეიძინოთ „ანინას“ პროდუქცია და გახდეთ #მზისშვილების მეგობარი

ამბები

31 დეკემბერი 14:05, 2018 წელი

„ვისოლი“ ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრების ბიუჯეტს სოციალური საწარმო „ანინას“ განვითარებას მოახმარს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს.

ამას გარდა, „ანინას“ წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელ „სმარტშიც“ მიეცემა და დამატებით, „ვისოლის“ პროფესიონალი კადრები სოციალურ საწარმოს საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ ბიზნესის სწორი განვითარებისთვის.


 „ანინამ“ საახალწლოდ საკუთარი სახსრებით შეკერა „სანტას ქუდები“, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხები დაეხმარება, რეალობად აქციოს სოციალური საწარმოს პროექტი, რომელზეც მათი შვილების ხვალინდელი დღეა დამოკიდებული. „ვისოლმა“ „ანინას“ შეკერილი „სანტას ქუდებიც“ შეიძინა და 30 დეკემბერს აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცა.  „ვისოლი“ მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, გახდნენ #მზისშვილების მეგობარი და „სანტას ქუდების“ შეძენით დაეხმარონ სოციალურ საწარმოს. „ვისოლ ჯგუფის“ წევრმა კომპანიებმა - ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინმა“ „სანტას ქუდები“ უკვე შეიძინეს.


სარეაბილიტაციო ცენტრმა „მზის შვილებმა“ სოციალური საწარმო „ანინას“ დაარსება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, 3-დან 16-წლამდე, 39 ბენეფიციარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შესაქმნელად გადაწყვიტეს, რადგან შვილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბავშვების არცერთ დედას არ აქვს სამსახური და შემოსავალი.


„ანინა“ არის სამკერვალო, სადაც შეიკერება ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელი, ტიპური განვითარების ბავშვებისა და მოზარდებისთვის. საწარმოში დასაქმდებიან „მზის შვილების“ ბენეფიციარების მშობლები და ორგანიზაციას გაუჩნდება შემოსავლის წყარო. სოციალური საწარმოს მიერ შეკერილ ტანსაცმელზე განთავსდება შეზღუდული შესაძლებლობების აღმნიშვნელი სხვადასხვა პიქტოგრამა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?