თეგეტა მოტორსში კორპორაციული ტრენინგები დაიწყო

ამბები

9 იანვარი 11:43

უნიკალური სასწავლო პლატფორმა თეგეტა მოტორსისგან.

ტრენინგები გულისხმობს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომელთა სპეციალიზებულ გადამზადებას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციისა და დეტალური ფუნქციონირების მიმართულებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ კომპანია GWP-ს თანამშრომლები. ჯამში, ტრენინგის 7 ეტაპი ჩატარდა და სწავლება 100-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგის კურსი მოიცავდა სპეცტექნიკის, კერძოდ, JCB 3cx მოდელის აგებულებას, მისი კომპონენტების მუშაობის პრინციპებს, ფუნქციებს, სამუშაო რეჟიმებს, სწორი ექსპლუატაციის პირობებსა და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებს საგარანტიო მიმართულებით.


თეგეტა აკადემია 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ თეგეტა აკადემიის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.


აკადემია გეგმავს, მიმდინარე წელს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაცია მიიღოს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა სასწავლო პროგრამა - ელექტროსისტემების შეკეთება. კურსის ხანგრძლივობა 20 თვეა. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). ამავდროულად აკადემია გააგრძელებს მოკლე სასერტიფიკატო კურსებს კორპორაციული და ინდივიდუალური პირებისთვის.

იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ქალებისთვის მიუწვდომელი 12 უსიმპათიურესი მამაკაცი

მათ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს...