„ვენდის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია

ამბები

24 იანვარი 16:47

„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს.                

საწყის ეტაპზე პიცის კუთხეები „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში ინტეგრირდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე ქსელადაც განვითარდება. 


„ვენდის“ გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის თქმით, თითქმის 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოში პიცერიების ქსელის განვითარების პროექტზე.


„ჩვენ თითქმის 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით საქართველოში პიცერიების ქსელის განვითარების პროექტზე. სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე დავრწმუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში იდეა წარმატებული იქნება. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს 2 ამერიკულ ბრენდთან, რომლებიც პიცის სეგმენტში ოპერირებენ“. - ამბობს გიორგი მშვილდაძე.


მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამერიკელ პარტნიორებთან.


„ამასთანავე, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, პარალელურ რეჟიმში ვმართავდით მოლაპარაკებებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან - „ვენდისთან“. „ვენდი“ საქართველოში მყარ პოზიციებს ფლობს, მაღალი ცნობადობით გამოირჩევა და ვფიქრობდით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში, პიცერიების პროექტის განვითარება „ვენდის“ რესტორნების ფორმატში და „ვენდის“ ბრენდის ქვეშ ეკონომიკურად ყველაზე კარგ შედეგს მოიტანდა. ჩვენ შევქმენით და „ვენდის“ განსახილველად წარვუდგინეთ პიცერიის კონცეფცია, ბრენდის  პლატფორმა, კორპორაციული სიმბოლიკა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა სხვა ბრენდებთან, ყოველთვის ვცდილობდით, პირველ რიგში, „ვენდი“ დაგვერწმუნებინა ამ პროექტის მიმზიდველობაში. შესაბამისად, ბოლომდე ვაცადეთ მათ და 3 თვის წინ მივიღეთ თანხმობა, პროექტის დატესტვის მიზნით პიცერიის კუთხე მოგვეწყო ქ. ქუთაისში მდებარე „ვენდის“ რესტორანში. დაგვიდგინეს კონკრეტული მიზნობრივი პარამეტრები და ქუთაისში მათი მიღწევის შემთხვევაში შევთანხმდით, რომ საბოლოოდ მოგვეცემოდა უფლება, როგორც „ვენდის“ რესტორნებში „ვენდის“ პიცის კუთხეების ინტეგრირების, ისე ცალკე მდგარი „ვენდის“ პიცის რესტორნების განვითარების. ქუთაისში პიცის რეალიზაციამ დაგეგმილს 2.6-ჯერ გადააჭარბა, რამაც, საბოლოო ჯამში, ახალი პროექტის იმპლემენტაციაზე „ვენდის“ თანხმობის მიღების საშუალება მოგვცა“, - აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.


„ვენდის“ პიცის რესტორნები წარმოადგენენ 5 სახეობის პიცას: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. მასში ექსკლუზიურად იქნება გამოყენებული იტალიური ინგრედიენტები: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის სოუსი, ყველი პარმეზანი, ყველი გორგონძოლა და სხვა. პიცის ზომა საშუალო იქნება (დიამეტრი - 33 სმ) და  ხუთივე პიცა 11.4 ლარი ეღირება, რაც ამ სახის პროდუქტისთვის დემოკრატიული ფასია.


თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები.  იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარება დაიწყო. „ვენდის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე ადვილად დარწმუნდება.

დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?