თამაზ ბაძაღუა - 60

ამბები

24 იანვარი 15:13, 2019 წელი

თამაზ ბაძაღუა ქართული მწერლობის 80-იანელთა თაობის გამორჩეული წარმომადგენელია. 28 წლის ასაკში უკვე აღიარებული პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი გახლდათ.

სწორედ ეს ასაკი იქცა ახალგაზრდა სიცოცხლისათვის გადაულახავ ბარიერად. ტრაგიკული იყო მისი წასვლა ქართული მწერლობიდან...


2019 წლის 22 იანვარს ის 60 წლის გახდებოდა. საიუბილეო თარიღი ტრადიციულად აღინიშნება, მათ შორის წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის მიერ. იუბილარის თანატოლისა და ბიძაშვილის მალხაზ ბაძაღუას თაოსნობით, მისი და თამაზის მეგობრების - როსტომ ჩხეიძის, ანდრო ბუაჩიძის, უჩა შერაზადაშვილის, ანდრო ბედუკაძის, ვანო ამირხანაშვილის, ლევან თითმერიას თანადგომით ცალკე წიგნად გამოიცემა აღორძინების ხანის ცნობილი იტალიელი პოეტის ტორკვატო ტასოს პიესა „ამინტას“ თამაზისეული თარგმანი, რომელიც მან 27 წლის ასაკში განახორციელა.


თამაზის არქივში აღმოჩენილ ერთ-ერთ საქაღალდეზე მისი ხელით ეწერა „დრო, წვიმა და ილუზიები“. როგორც ჩანს, მას ამ სახელწოდებით ჩაფიქრებული ჰქონდა ახალი ნაწარმოების შექმნა, რაც სამწუხაროდ, არ დასცალდა. ამ სათაურის გამოყენებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, თამაზის 60 წლისთავთან დაკავშირებით გამოვა მოგონებების კრებული „თამაზ ბაძაღუა 1959-87... დრო, წვიმა და ილუზიები“, რომელსაც დაერთვება თამაზ ბაძაღუას და მასთან ერთად ტრაგიკულად დაღუპულ მეუღლე - ნატოს და ერთადერთ ასულ - თუთასადმი მიძღვნილი მისი უწმინდესობის  სულის მოსახსენიებელი წერილი, კრებულში ასევე შევა თამაზის სიცოცხლეში და მის გარდაცვალების შემდეგ მასზე და მის შემოქმედებაზე სპეციალისტების, ლიტერატორების, კრიტიკოსების, მეგობრების მოგონებები და მოსაზრებები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?