განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო

ამბები

1 თებერვალი 13:33

1-ელ თებერვალს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019-2020 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ჭელიძე, ცენტრის სტიპენდიატები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის საგარეო ურთიერთობების სამსახურების/დეპარტამენტების წარმომადგენლები და პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება.


კონკურსი გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:



  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020

  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020

  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020


სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ისე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები კარგი შესაძლებლობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.


ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე ქართველ სტუდენტს აფინანსებს.


პროგრამების ფარგლებში დაფინანსდებიან როგორც ახალი აპლიკანტები, ისე მიმდინარე გრანტის მფლობელები.


საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.


საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.


საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები - გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით.


მიმდინარე სასწავლო წელს აღნიშნული პროგრამები განახლებული საკონკურსო პირობებითა და ვადებით განხორციელდება. კონკურსანტებს საბუთების შემოტანის ვადა 2-ჯერ გაუხანგრძლივდებათ, რაც ცენტრთან კონსულტაციისა და ხარისხიანი განაცხადის შემოტანის მეტ შესაძლებლობას იძლევა.


განაცხადის შევსება ორ ეტაპად ხდება. პირველ ეტაპზე აპლიკანტს განაცხადისა და მოთხოვნილი დოკუმენტების, ხოლო მეორე ეტაპზე, მხოლოდ ჩარიცხვისა და თანადაფინანსების (პროგრამული მოთხოვნის შემთხვევაში) საბუთის ატვირთვა უწევს ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში. განაცხადის ორ ეტაპად შემოტანა კონკურსის ადმინისტრირებისთვის მეტ დროს განაპირობებს.


ამავდროულად, ცენტრში განაცხადის შევსების ვადები ემთხვევა ევროპისა და (ნაწილობრივ) ამერიკის  შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში საბუთების შეტანის ვადებს, რაც აპლიკანტებისთვის განაცხადისა და საბუთების შეტანის პროცესების სინქრონიზაციას უწყობს ხელს.


სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება 1-ელ თებერვალს 13:00 საათზე დაიწყო და ორი თვე გაგრძელდება.


განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და დაარსებიდან დღემდე 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საქართველოს საზღვარგარეთ სწავლის მსურველი მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა სამშობლოში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?