„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

ამბები

18 თებერვალი 15:10, 2019 წელი

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.

- რა სპეციალობის ხართ და რას საქმიანობდით „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მოხვედრამდე?


- სტუდენტი ვარ ჯერჯერობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ. „ჯიპიაი“ ჩემი პირველი სამსახურია.


- როგორ მოხვდით „ჯიპიაიში“?


- მედიის მეშვეობით გაიგო ბებიაჩემმა ფორუმის შესახებ  და მითხრა, წავსულიყავი. სტუდენტობის პერიოდში მსურდა, სამსახური მქონოდა, რომელიც შეთავსებადი იქნებოდა ჩემს სწავლის გრაფიკთან. მივედი ფორუმზე. შემდეგ დამირეკეს, ჩვეულებრივად გავიარე გასაუბრება, ტრენინგები, ტესტირება.


- მსურველთა სიმრავლემ ხომ არ შეგაშინათ?


- სიმართლე გითხრათ, ვიფიქრე, უბრალოდ, ვცდი-მეთქი, იმიტომ, რომ მართლა არ მეგონა, თუ ასეთ კომპანიაში ფორუმით შეიძლებოდა აეყვანათ მესამე კურსის სტუდენტი. თან არანაირი სამსახურებრივი გამოცდილება არ მქონდა. მანამდე რომ ვეძებდი შეთავსებით სამსახურებს, ყოველთვის რაღაც გამოცდილებას ითხოვდნენ. აქედან გამომდინარე, დიდად არ ველოდი, რომ დამირეკავდნენ. მივედი, რათა გული არ დამწყვეტოდა.


- როგორ ფიქრობთ, რატომ შეგარჩიეს?


- ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი  შეიძლება იყოს, რომ სტუდენტი ვარ. მაქსიმალურად ცდილობენ ახალგაზრდების განვითარებას, მოტივაციას, ახალგაზრდებში ნერგავენ წარმატების სურვილს და წარმატებისკენ სწრაფვას. არანაირად არ იყო გამოცდილებაზე ხაზი გასმული.


- გამოცდილების უქონლობამ  ამ სფეროში რაიმე პრობლემა ხომ არ შეგიქმნათ?


- არანაირად, რადგან სწავლების პროცესშივე მუშაობ. ჩემი ახლობლებისგან გამიგია, რომ სწავლობენ, სწავლობენ სტაჟირების პროცესში და რეალურად არაფერი გამოდის. აქ თან  მუშაობდი, თან სწავლობდი, რასაც კითხულობდი, მაშინვე პრაქტიკაში გადმოგქონდა, ძალიან მარტივი იყო ამ ორივეს შეთანხმება ერთმანეთთან. ასე რომ, პრობლემას არ წარმოადგენდა გამოცდილების უქონლობა.


- რამდენად მოგწონთ ეს სამსახური?


- რაც ამ სამსახურში ყველაზე მეტად მომწონს, ისაა, რომ სწავლობ ადამიანებს და ადამიანებთან ურთიერთობას, რაც არა მარტო სამსახურებრივად, ცხოვრებისეულადაც ძალიან კარგია ჩემი მომავლისთვის. ძალიან მომწონს თუნდაც თანამშრომლებთან ურთიერთობა. მათ გარდა, ყოველდღიურად იმდენ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, რომ ყველასთან თითქმის ახლოვდები, დიდ სანაცნობო ბაზას იქმნი. ასევე, ზრუნავ ადამიანებზე იმიტომ, რომ რეალურად ისეთი გაჭირვების დროს სჭირდებათ ეს სადაზღვევო, რომ გაქვს განცდა, ადამიანებს ეხმარები და ქველმოქმედებას ჩადიხარ. ამ მხრივ, ძალიან მომწონს ჩემი სამსახური.


- რას ურჩევდით „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დასაქმების მსურველებს?


- დასაქმების მსურველებს ვურჩევ, მთავარია, ჰქონდეთ მიზანი და იცოდნენ, როგორ უნდა  მივიდნენ  ამ  მიზნამდე. და თუ მიზანს დაისახავენ, აუცილებლად მიაღწევენ  მას ამ კომპანიაში. მე თვითონ გამოვცადე ეს ჩემს თავზე - აქ არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, ახლობელი, მთავარია, გქონდეს მიზანი და იშრომო ამ მიზნისთვის. ძალიან ბევრი შრომა უნდა, მაგრამ თუ იშრომებ, აუცილებლად დაგიფასებენ ყველაფერს, არ დაგიკარგავენ და შრომას ჰაერში არ გაუშვებენ. ჩემთვის პრიორიტეტული სამსახური ის იყო, რომელიც სწავლაში ხელს შემიწყობდა. ძალიან მიწყობენ სწავლაში ხელს. ყველას უკვირს, როგორ ვახერხებ სწავლას და მუშაობას ერთად. საბედნიეროდ, მაქვს ისეთი სამსახური, რომელიც ამაში ხელს არ მიშლის.


სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანას გეგმავს.


ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, აქვს შესაძლებლობა, გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება 22 და 23 თებერვალს, 10:00-დან 19:00 საათამდე. მისამართი: რუსთაველის გამზ. #27, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობა. მუშაობს დასაქმების ცხელი ხაზიც: 2 509111.

დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?