განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს „აკადემიური პალმის ორდენი“ გადასცეს

ამბები

8 აპრილი 10:24

5 აპრილს  განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს ნინო ჭელიძეს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - ,,აკადემიური პალმის ორდენი’’  - გადასცა.

ნინო ჭელიძე 2015 წლიდან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. აქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საერთაშორისო ფონდებსა და საუნივერსიტეტო სფეროში - აკადემიური და ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.


„აკადემიური პალმის ორდენებით’’ დაჯილდოება ჯერ კიდევ 1808 წლიდან ნაპოლეონ პირველმა დააკანონა, 1955 წელს კი პრეზიდენტმა რენე კოტიმ მას ახალი სტატუსი მიანიჭა და შემოიღო ჯილდოების მოქმედი იერარქია: კავალერი, ოფიცერი და კომანდორი.


საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო „აკადემიური პალმის ორდენი“  განსაკუთრებული დამსახურებისათვის სხვადასხვა დროს უკვე გადაეცათ საქართველოს მოქალაქეებს, აკადემიური მიმართულებით - დავით ლორთქიფანიძეს, თამარ ჯაყელს, მზაღო დოხტურიშვილს, ქეთევან ჯაშს, მერაბ ფიფიას, ციური ახვლედიანს და სხვებს. ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში კი - ელისო ბოლქვაძეს, გიორგი ოვაშვილს და ნესტან ნიჟარაძეს.


„აკადემიური პალმის ორდენს“ საფრანგეთის სახელმწიფო განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და მსოფლიოში ფრანგული კულტურის აქტიური პოპულარიზაციისათვის გადასცემს როგორც ფრანგ, ისე უცხოელ მოქალაქეებს.


ნინო ჭელიძის ხელმძღვანელობით განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩოსთან და ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, უკვე მეოთხე წელია ახორციელებს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას. ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამების ნაწილს წარმოადგენს.


აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წლიდან  საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად. 2016 – 2019 წლებში ოთხჯერ გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი  და გაიცა 60 სტიპენდია. სასტიპენდიო პროგრამა ახალი მემორანდუმის ფარგლებში მომავალი 3 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

დღის ჰოროსკოპი

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

2019 წლის საუკეთესო კომედიები

2019 წლის პირველ ნახევარში კარგი კომედიების მდიდარი „მოსავალი მოვიდა“. ჩვენ კი გირჩევთ, აუცილებლად „დააგემოვნოთ“...
საკნატუნო ამბები

რა უნდა იცოდეთ ხარაჩოს შესახებ, ვიდრე მის შეძენას ან დაქირავებას გადაწყვეტთ

დღეს ხარაჩოების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ტიპის მშენებლობა - კერძო სახლიდან დაწყებული, მაღალსართულიანი ან რთული კონსტრუქციის მქონე შენობებით დამთავრებული.
ურთიერთობა

როგორ ავიცილოთ ჩვენკენ მომართული ნეგატივი? 4 რჩევა ემოციური ადამიანებისთვის

ცუდი განწყობა „გადამდებია“. თქვენ ირგვლივ სხვა ადამიანებისგან გამოხატული ემოციები - შიში, მრისხანება, გულგრილობა - ნეგატიური ენერგიაა, რომელმაც შეიძლება, თქვენზე მძიმედ იმოქმედოს, თანაც ისე, რომ ვერც მიხვდეთ, რა გემართებათ.
დღის ჰოროსკოპი

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

სახლში რემონტი გაქვთ? გაიგეთ, გიღირთ თუ არა გასაჭიმი ჭერის გაკეთება

ჭერი ინტერიერის ყველაზე ხილული დეტალია - სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით. თუ ის იდეალური არ არის, რაც არ უნდა ლამაზი კედლები და იატაკი გქონდეთ, ოთახი პეწს კარგავს. ჭერის დეფექტებს ვერც ავეჯით დაფარავთ, ვერც ხალიჩით და ვერც ჭაღით.
საკნატუნო ამბები

წყალქვეშა სამყარო და არავითარი ფოტოშოპი!

შენონ ლია მაიერსი (Shannon Leah Myers) - 31 წლის დაივერი ახალი ზელანდიიდან. მის ფოტოებზე წყალქვეშა სამყარო მთელი თავისი დიდებულებითაა წარმოდგენილი: მარჯნის რიფებით, უცნაური წყალმცენარეებით, კაშკაშა კენჭებითა და ზღვის უამრავი ბინადრით.
ამბები

წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელები

ინოვაციურ ბიზნესმოდელირებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაყოფიერი მსჯელობის ათვლის წერტილი საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბებაა ბიზნესმოდელის არსის შესახებ.
დღის ჰოროსკოპი

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

90-იანების 25 ვარცხნილობა - შეაფასეთ დღევანდელი გადასახედიდან

1990-იან წლებში ინტერნეტი ჯერ მხოლოდ ფეხს იდგამდა და არ არსებობდა სოციალური ქსელები, სადაც ყოველთვის არის „მოხალისე“, შენი ვარცხნილობა გულმოდგინედ რომ განიხილოს. ჰოდა, ამიტომ გთავაზობთ, დღეს შეაფასოთ და კომენტარებიც არ დაიზაროთ.
საკნატუნო ამბები

(+18) ბუნებრივი, გულწრფელი და დაუცველი სიშიშვლე (20 ფოტო)

ტანსაცმელს ზედმეტი ინფორმაცია მოაქვს, ამიტომაც ფოტოგრაფი შიშველი ქალების ფოტოგრაფირებას ანიჭებს უპირატესობას.   
დღის ჰოროსკოპი

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?