ზაფხულის ფესტივალი არატრადიციულ ლოკაციაზე - Summer Set 2019 გუდაურში გაიმართება!

ამბები

25 აპრილი 15:57

26, 27 და 28 ივლისს გუდაური Summer Set-ს უმასპინძლებს, ზაფხულისთვის საკმაოდ არატრადიციულ ლოკაციაზე Summer Set მუდმივ ბინას დაიდებს და ხელს შეუწყობს გუდაურს ოთხი სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაში.

Summer Set 2019-ზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ:

3 მუსიკალური სცენა ორ სხვადასხვა ლოკაციაზე;

50-მდე არტისტის მოსმენას სტუმრები 24 საათის განმავლობაში შეძლებენ;

დღის სცენის ღონისძიებებზე დასწრება იქნება უფასო;

წარმოდგენილი იქნება სპორტის 9 სხვადასხვა სახეობა;

ფესტივალზე მოსული სტუმრები შეძლებენ დარჩნენ როგორც სასტუმროებში, ჰოსტელებში, ისე კარვებში.

ამ მომენტისთვის ფესტივალის Line Up-ის მხოლოდ 20%-ია ცნობილი, ფესტივალის პირველი ჰედლაინერები არიან: WhoMadeWho, Henri Saiz and Band, Mathew Jonson, DMX Krew.

დღის სცენა ზღვის დონიდან 2734 მეტრზე, მეორე საბაგიროს ბოლოში, ხოლო ღამის სცენა სასტუმრო “მარკო პოლოს” კორტების ტერიტორიაზე მოეწყობა. “Summer Set-ის გუდაურში გადატანა სიცხისგან, ქალაქის ხმაურისგან მოწყვეტის, დარესტარტების საშუალებას მოგვცემს”,-ამბობს ფესტივალის PR მენეჯერი ნიკა დვალიძე.

Gudauri Summer Set წელსაც პლატფორმად რჩება ახალბედა არტისტებისთვის, სტარტ აპერებისა და იმ არტისტებისთვის, ვისაც თვითგამოხატვისთვის სივრცე და პუბლიკა ესაჭიროება. ფესტივალი ასევე ხელს უწყობს გუდაურის ეკონომიკურ განვითარებას და კურორტს ტურისტებისთვის ზაფხულშიც მიმზიდველს ხდის.

Summer Set პირველად 2012 წელს ბათუმში ჩატარდა და შემდეგ თბილისში გადმოინაცვლა, ყოველ წელს ფესტივალს 5-დან 15 000-მდე მელომანი ესწრება, 2018 წლიდან ფესტივალმა ფორმატი შეიცვალა და ელექტრონულ მუსიკას ინსტრუმენტული ჟღერადობის მქონე არტისტები დაუმატა.

დღეს Summer Set ჰიბრიდული მოდელის ფესტივალია, რომელიც ეხმაურება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და პრიორიტეტს მუსიკასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესს და მთას ანიჭებს.

ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...