„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ამბები

14 მაისი 14:28

„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა ქეთი ჩოგოვაძემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ის „ვენდის“ მსოფლიო ქსელის 200 გამორჩეულ მენეჯერს შორის აღმოჩნდა, ვისი ყოველდღიური საზრუნავიც მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული გარემოს შექმნა და უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი მენიუს მომსახურების ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით შეთავაზებაა. ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ საერთაშორისო ქსელის იმ მენეჯერებთან ერთად დააჯილდოვეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით „ვენდის“ რესტორნების მართვის სტანდარტების დახვეწასა და თანამშრომლების მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნვის მეთოდების სრულყოფაში.


„ვენდის“ რესტორნების წამყვანი მენეჯერები ამერიკის შტატ ოჰაიოში, ქალაქ დუბლინში გამართულ კონფერენციაზე დააჯილდოვეს. „ვენდის“ გლობალური ქსელის 6700-ზე მეტი რესტორნის მენეჯერიდან მხოლოდ 200 შეირჩა საერთაშორისო კომიტეტის მიერ, რომელთაც წამყვანი მენეჯერები მომხმარებლის კმაყოფილების კვლევისა და რესტორანში მათი ნაკადის ზრდის ტენდენციის საფუძველზე გამოავლინეს. დაჯილდოებული მენეჯერებიდან 175 - აშშ-დან, 15 - კანადიდან და 10 სხვა ქვეყნიდანაა.


„ვენდის“ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვლენილი წამყვანი მენეჯერები „ვენდის“ რესტორნების მმართველი გუნდის მხოლოდ 3%-ია. ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ თბილისი მოლის რესტორანს მართავს.


„გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარება მოტივაციას  გვაძლევს, მეტი ძალისხმევა გავიღოთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ მომსახურება, რაც, საბოლოო ჯამში, მათი კმაყოფილებისა და ნაკადის ზრდაზე აისახება. მეამაყება, რომ  საშუალება მომეცა, „ვენდის“ მსოფლიოს ტოპ მენეჯერებთან ერთად წარმოვჩენილიყავი და საქართველოს „ვენდის“ რესტორნის წარმატება აღმენიშნა“, - აცხადებს ქეთი ჩოგოვაძე.


„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერის საერთაშორისო აღიარება საამაყოა „ვისოლ ჯგუფისთვის“, რომელმაც ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში  2013 წელს დაიწყო და დღესდღეობით „ვენდი“ საქართველოში 10 რესტორნითაა წარმოდგენილი. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში კი უკვე 2 წელია, ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ პროდუქციის იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ, ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის საქონლისა და ფრინველის ხორცს, ბურგერის პურსა და სხვ. სთავაზობს.

დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.
ამბები

„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო.
დღის ჰოროსკოპი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

25 უცნაური რეკორდი „გინესების წიგნიდან“

ნახეთ, იქნებ თქვენთვისაც გაიღოს „გინესების“ კარი...
საკნატუნო ამბები

პიცა, ლუდი და ელ-ფოსტა: რაზე ფიქრობენ პორნოვარსკვლავები გადაღების პროცესში

პორნოში გადაღება - ესეც სამსახურია, მართალია, არამაღალზნეობრივი, თუმცა, არც თუ ისე მარტივი. ეს საქმე აშკარად მოითხოვს ძალისხმევას, ვნებას და, რა თქმა უნდა, ცოტაოდენ მსახიობურ ნიჭსაც.
დღის ჰოროსკოპი

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

5-კილომეტრიანი სასტუმრო, რომელსაც სტუმრები არასოდეს მიუღია!

მსოფლიოში უდიდესი სასტუმრო გერმანულ კუნძულ რიუგენზეა განთავსებული, მაგრამ მას სტუმრები არასოდეს მიუღია და ამას საშინელი მიზეზი აქვს...
ამბები

ელექტრონული მუსიკა ორკესტრის შესრულებით თბილისში

Summer Set Festival-ის შემოდგომის სერია Fall Set ორ ნაწილად გაიმართება. მუსიკალური ფესტივალი შემოდგომის ორ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოგიდგენთ: 5 ოქტომბერს - Worakls Orchestra Tour და 2 ნოემბერს - Boris Brejcha.