როგორ შევარჩიოთ სეზონის შესაბამისი საბურავები - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

ამბები

28 მაისი 17:36

ზაფხულის სეზონზე უსაფრთხო მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სეზონის შესაბამისი საბურავები, თეგეტა მოტორსი გვირჩევს, როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

არსებობს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების საბურავი, მაგალითად: სტანდარტული საბურავები - ჩვეულებრივი სვლისთის, სპორტული საბურავები - განკუთვნილი სისწრაფისთვის, კომფორტკლასის საბურავები, საწვიმარპროტექტორიანი საბურავები და სხვა.


ნებისმიერ ავტომობილს ძარაზე მითითებული აქვს როგორც ქარხნული, ისე ალტერნატიული საბურავის ზომა. უმთავრესი, რა თქმა უნდა, ზომაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობაც. როდესაც გარემოს ტემპერატურა დასტაბილურდება +7 გრადუსს ზემოთ, უნდა დავაყენოთ ზაფხულის საბურავი. ხოლო თუ ზამთრის საბურავს ზაფხულში მოვიხმართ, საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან ასეთ შემთხვევაში დამუხრუჭების დროს, სამუხრუჭე მანძილი 20-დან 25%-მდე იზრდება. ვინაიდან ზამთრის საბურავის რეზინი რბილია, შორ მანძილზე ავტომობილის გადაადგილებისას შესაძლოა, საბურავი გასკდეს.


საბურავის მუშაობის რესურსი, ასევე, დამოკიდებულია მძღოლის მართვის სტილზე. საბურავებს ძირითადად აზიანებს ძლიერი დამუხრუჭება, ექსტრემალური სიტუაციები, ავტომობილის სწრაფი სიჩქარით მართვა და ე.წ. დაბუქსავება. რა თქმა უნდა, საბურავის ხარისხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა, ასევე, გასათვალისწინებელია საბურავების შეცვლისას, მოხსნილი საბურავი შევინახოთ დაცულ ადგილას, სადაც მათზე მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები არ იმოქმედებს. მზე, წვიმა, ყინვა და ა.შ. რეზინს და საბურავის ზედაპირს აზიანებს.


მეორადი საბურავის ყიდვის შემთხვევაში ფინანსური კუთხით კალკულაციას თუ გავაკეთებთ, მძღოლს უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ახალი საბურავის შეძენისას. მეორადი საბურავის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილი მახასიათებლები მეტწილად დარღვეულია. ასევე, გაურკვეველია, რა პირობებში ინახებოდა ეს საბურავები, რადგან არასწორად შენახვისას საბურავის რეზინი იშაშხება, კარგავს თვისებებს და ირღვევა საბურავის სტრუქტურა, რის შედეგადაც ავტომობილი ცუდად მანევრირებს და მისი სამუხრუჭე მანძილი იზრდება. ასევე, მაღალ ტემპერატურაზე საბურავში წნევის მატებისას ის შეიძლება გასკდეს, ამიტომ ასეთი საბურავის გამოყენება ძალიან სახიფათოა. მეორადი საბურავის შეძენის დროს მძღოლები საბურავის ნახატის (პროტექტორის) ნიშნულზე არ ამახვილებენ სათანადო ყურადღებას და ტყუვდებიან.


ამასთანავე, სხვადასხვა ზომის საბურავების დაყენება ხანგრძლივი მოხმარებისთვის დაუშვებელია, ამან შეიძლება ავტომობილებს დაუზიანოს ხიდი, გადაცემათა კოლოფი და სავალი ნაწილი. გამოუვალი შემთხვევების დროს, შესაძლოა, ვისარგებლოთ სხვა ზომის საბურავებით უახლოეს სერვისამდე მისასვლელად.


„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს შეუძლია უსასრულო გარანტიით შეიძინოს Bridgestone-ის, Michelin-ის და Riken-ის ნებისმიერ ზომის ზაფხულის საბურავები, ყველა ტიპის ავტომობილისთვის.

დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.
ამბები

„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო.
დღის ჰოროსკოპი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

25 უცნაური რეკორდი „გინესების წიგნიდან“

ნახეთ, იქნებ თქვენთვისაც გაიღოს „გინესების“ კარი...