ბათუმში ახალი სერვისცენტრის გახსნასთან დაკავშირებით „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს 5 სერვისს უფასოდ სთავაზობს

ამბები

8 ივნისი 11:16

ქ. ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაზე, „თეგეტა მოტორსის“ ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა.

ფილიალის სრული ფართობი 10 641 კვ.მ.-სმოიცავს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთოს ავტომობილებს, ისე სპეცტექნიკას. სერვისცენტრში განთავსებულია მომსახურების 45ადგილი, რაც საშუალებას იძლევა, ერთდროულად მოემსახუროს 36 მსუბუქ და 9 სატვირთო ავტომობილს. აღნიშნულ სერვისცენტრში 100 ადგილობრივი დასაქმდა. 


ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაზე. ამასთანავე, მომხმარებელს საშუალება ექნება, სრულიად უფასოდ ისარგებლოს შემდეგი 5 სერვისით: სავალი ნაწილის შემოწმება, ფილტრების შეცვლის სერვისი, ელექტროდიაგნოსტირება, ფრეონის შემოწმება/დატუმბვა და ფარების გასწორება.


გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა, ერთ სივრცეში გააერთიანოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო.


„თეგეტა მოტორსი“ კორპორაციულ და საცალო მომხმარებლებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო მანქანებისადა სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედოობასა და უსაფრთხოებას.


ახალ სერვისცენტრში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებითმომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ შემდეგი სახის სერვისებით: ძრავის ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელდიაგნოსტირება, ელექტრობის შეკეთება, პნევმო სისტემების შეკეთება, მექანიკური ტრანსმისიის შეკეთება, ძრავის რემონტი, ძრავის ცალკეული ნაწილების მოხსნა/დაყენება, დიზელის საწვავის სისტემის ნაწილების მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის მომსახურება, თვლების შეყრის გასწორება დაკონდიცირების სისტემის გამართვა, ასევე, სამრეცხაოს მომსახურება.


სპეცტექნიკის მფლობელები შემდეგი სერვისებით შეძლებენ სარგებლობას:ძრავის ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელდიაგნოსტირება, ელექტრობის შეკეთება, პნევმო სისტემების შეკეთება, მექანიკური ტრანსმისიის შეკეთება, ძრავის რემონტი, ძრავის ცალკეული ნაწილების მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის მომსახურება, სახარატო მომსახურება, შედუღებითი სამუშაოების შესრულება და ჰიდრავლიკური სისტემების შეკეთება.


„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 24 წელია, მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორაციულ მომხმარებელს. „თეგეტა მოტორსი“ დღეისთვის 26 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვისცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!




×

საბანერო პოზიცია
300x150