თეგეტა მოტორსი გახდა საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი

ამბები

1 ივლისი 13:07

პრემიუმ ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა და თეგეტა მოტორსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და  Volvo Cars-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნეს საქართველოში.

ამ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ თეგეტა მოტორსის კომერციული დირექტორი დიმიტრი გოზალიშვილი და Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი ხესუს ფერნანდეს დე მესა.

„ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ პირველი Volvo Cars-ის „პოპ-აპ“ შოურუმი საქართველოში. ეს გახსნა თან სდევს მსოფლიოში გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით უკვე მე-5 წარმატებულ წელს, რომელიც გამყარებულია არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი. რაც არის დასტური, რომ Volvo-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია გლობალურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც არის თეგეტა მოტორსი. ის არის რეგიონში ლიდერი კომპანია საავტომობილო ბაზარზე და უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას. ჩვენ ადგილობრივად წარმოვადგენთ „ვოლვოს“ პროდუქტების ფართო პორტფოლიოს, რომელიც დაფუძნებული იქნება შიდა ძლიერ პლატფორმაზე, უსაფრთხოებასა და თანამედროვე მულტიმედია ტექნოლოგიებზე, სწორედ ამას შევთავაზებთ საქართველოს მოსახლეობას. მჯერა, რომ საქართველოში „ვოლვოს“ მომხმარებელი იამაყებს იმ მანქანის ფლობით, რომელიც არის ინდუსტრიის ლიდერი და არა მიმდევარი“, - განაცხადა ხესუს ფერნანდეს დე მესამ.

„მე დღეს ამაყი ვარ, რომ თეგეტა მოტორსი გახდა Volvo Cars-ის დილერი საქართველოში. თეგეტა მოტორსმა, უამრავ მიღწევასთან ერთად, წელს კიდევ ერთი განუმეორებელი პროექტი განვახორციელეთ. „ვოლვო“ არის ბრენდი, რომელიც ქმნის მომავალს და დგამს წარმატებულ ნაბიჯებს ავტოინდუსტრიის განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ გზაზე უსაფრთხო გადაადგილებაზე, როგორც ქვეითებისთვის, ისე, რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც ავტომობილში ზის. „ვოლვო“ ამ კუთხით გამორჩეული ავტომობილია. „ვოლვოსა“ და თეგეტა მოტორსის მიზნები სრულ თანხვედრაშია. მიხარია, რომ ჩვენ წარმოვადგენთ „ვოლვოს“ საქართველოში და ამით უდიდეს ნაბიჯს ვდგამთ წინ  ქვეყანაში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით“. - განაცხადა თეგეტა მოტორსის კომერციულმა დირექტორმა დიმიტრი გოზალიშვილმა.

„ვოლვო“ მუდმივად ცდილობს, ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და მუდმივად მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჰქონდეს. სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება „ვოლვოს“ უახლესი მოდელები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება „პოპ-აპ“ შოურუმში, მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაათვალიეროს მოდელები მშვიდ და სასიამოვნო, სკანდინავიურ ატმოსფეროში, სადაც წარმოდგენილია არა მარტო ავტომობილები, არამედ ის გამოცდილება და გარემო, რომელიც Volvo-ს ფლობას ახასიათებს. მთავარი შენობა, სადაც ნამდვილად ეზიარებით „ვოლვოს“ უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსნება 2020 წელს, აქ წარმოდგენილი იქნება როგორც პროდუქტების სრული პორტფოლიო, ისე ავტორიზებული სერვისი.

„ვოლვოს“ პროდუქციის სრული დიაპაზონი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდს: volvocars.com/ge

საქართველოში წარმოდგენილი ავტომობილების მთავარი ძალა იქნება მრავალი ჯილდოს მომპოვებელი, „ვოლვოს“ SUV ხაზი;

-       XC90 - დიდი SUV; კომპანიის ფლაგმანი და ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე, საუკუნის პრემიუმ SUV

-       XC60 - საშუალო SUV, 2018 წლის მსოფლიო მანქანის გამარჯვებული „World Car of the Year 2018“

-       XC40 - პატარა SUV; 2018 წლის ევროპული მანქანის გამარჯვებული „European Car of the Year 2018“

ასევე, წარმოდგენილია სედანი და უნივერსალი მოდელები, რომლებიც აგრძელებენ 5-ვარსკვლავიან ხაზს EuroNCAP-ის უსაფრთხოების ტესტების მიმართულებით და მოსალოდნელია, რომ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი ექნებათ;

-       S90 - პრემიუმ კლასის სედანი; 5-ადგილიანი ფლაგმანი, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ნატურალურ მატერიალებს

-       S60 - საშუალო ზომის სპორტული სედანი; ავტომობილი შექმნილი ნამდვილი მძღოლისთვის

-       V90 - პრემიუმ უნივერსალი; მრავალფეროვნების ხელოვნება

-       V60 - საშუალო უნივერსალი; ხუთკარიანი, მრავალფეროვანი, ოჯახისთვის შექმნილი ავტომობილი

„ვოლვოს“ ამოძრავებს სულისკვეთება, მისცეს მომხმარებელს თავისუფლება, რათა უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად იმოძრაონ გზებზე. Volvo Cars-ის მიზანია, არცერთი ადამიანი არ დაიღუპოს ან სერიოზულად დაშავდეს ახალ „ვოლვოში“, რაც 2020 წლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მისიაა ავტომობილების ინდუსტრიაში. კომპანიამ ახლახან ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას მოძრაობისას. ეს მოხდა 60 წლის თავზე, მას შემდგომ, რაც „ვოლვომ“ გამოიგონა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი. ამ გამოგონებამ 1959 წლიდან დღემდე 1 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მსოფლიოში.

„ვოლვომ“, ასევე, სრულყოფილი ელექტროსისტემა ჩაუშვა ყველა ახალ ავტომობილში, რომელიც რბილი და ჰიბრიდული ტექნოლოგიაა, კომპანიის მიზანია 2025 წლისთვის გამოუშვას 1 მილიონი ელექტროავტომობილი, ასევე, 2025 წლისთვის გაყიდვების ნახევარი იყოს სრულად ელექტროავტომობილები. ამ პერიოდისთვის მოსალოდნელია, რომ ავტომობილების მესამედი იქნება ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილი.

„ვოლვოს“ ყველა აქტივობასა და გამოგონებას აერთიანებს ერთი მიზანი - შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიზრუნოთ ადამიანების სიცოცხლეზე და გავზარდოთ ბრენდის სოციალური გავლენა.

 

დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კარტოფილი ბადრიჯნით - არასტანდარტული და გემრიელი

შემწვარი კარტოფილისა და ბადრიჯნის ეს ვარიაცია გემოთი საოცრად ჰგავს სოკოს.
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?