„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

ამბები

18 ივლისი 14:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ორგანიზაციები საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, უნიკალური ბუნების გაცნობისა და უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, გრძელვადიან საინფორმაციო კამპანიას იწყებენ. 


პროექტის ფარგლებში, მომზადდება ვიდეობლოგები საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას გააცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ისე სამთხო-საფეხმავლო ბილიკებს და დაეხმარებიან ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს  დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ და „ვენდისა“ და „დანკინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.


„ვისოლ ჯგუფისათვის“ საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა შექმნილი ვითარების ფონზე  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ძირითადი საზრუნავია. აღნიშნული პროექტით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად გვსურს ხელი შევუწყოთ როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს უნიკალური ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაციის აქტიური გავრცელებითა და მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების  კამპანიით. პარალელურად, „ვისოლ ჯგუფი“ ცდილობს, წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორისა და არგვეთას მონაკვეთზე „დასვენებისა და მომსახურების ცენტრების“ შექმნით, სადაც ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. დღესდღეობით ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში“, - აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.   


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ კერძო კომპანიებთან ერთად მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. ახალი პროექტით „იმოგზაურე ვისოლთან ერთად“, რომელიც სააგენტოსა და კომპანიის აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივად მუშაობითაა შესაძლებელი საქართველოში ტურიზმის მეტად განვითარება“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ.


საქართველოს დაცული ტერიტორიები 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას მოიცავს, რაც ჯამურად საქართველოს 9,2%-ს ფართობს შეადგენს. დაცული ტერიტორიები აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ბუნებრივ მემკვიდრეობას. მათ შორისაა: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი,  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები. 

ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.
დღის ჰოროსკოპი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბრონქსელი გოგონადან მოდის დედოფლამდე: ჯეი ლოს სილამაზის ევოლუცია

ლათინოამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მოდელიერი და ბიზნესლედი მთელი ცხოვრება ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს. ჯენიფერი 50 წლისაა და როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორ დაატრიალოს საათის ისრები უკუღმა.
საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

სტაფილოს სალათი აღმოსავლურად

ამ რეცეპტით მომზადებულ სალათს ძალიან გამოკვეთილი და მდიდარი გემო აქვს. ოღონდ სუფრასთან მიტანამდე 2-3 საათი უნდა გააჩეროთ.
საკნატუნო ამბები

სექსუალური მილიონერის ახალი ცეკვა - ჯანლუკა ვაკი კვლავ ფორმაშია! (ვიდეო)

ექსტრავაგანტურმა მილიონერმა და მუსიკალურმა შემსრულებელმა ჯანლუკა ვაკიმ სოციალური ქსელი მორიგი ცხელი ვიდეოთი დაიპყრო.
დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ფილმი, რომელთა ყურებისას აუცილებლად „დაგცხებათ“

წელს უჩვეულოდ გრილი ზაფხული დაგვიდგა - ან წვიმს, ან ქარია და ლამისაა ჩამოთოვოს კიდეც... ჰოდა, ეს ფილმები ნამდვილად გაგრძნობინებთ პაპანაქებას - სულშიც კი!