ბუცა ჯორბენაძე 95 - ეპოქალური ხუროთმოძღვარი

ამბები

31 ივლისი 13:23

ბუცა (ვიქტორ) ჯორბენაძეს, ცნობილ ქართველ არქიტექტორს,  დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდებოდა.

მისი  შემოქმედებითი მემკვიდრეობა მართლაც შთამბეჭდავია, – თბილისის რიტუალების სასახლე, ილიას მუზეუმი ყვარელში, ბათუმის ზღვისპირა პარკის გაფორმებისა და გეგმარების კონცეფცია, რიყის განაშენიანების საკონკურსო პროექტი, საქართველოს საკათედრო ტაძრის საკონკურსო პროექტი, სასტუმრო რაჭა (ონი), სასტუმრო ჰერეთი (ლაგოდეხი), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები თბილისში, სმოლენსკში, სოჭსა და იალატში და სხვა უამრავი ნაგებობა თუ ნამუშევარი.


 


ბუცა ჯორბენაძე არ იყო უბრალოდ არქიტექტორი, ის თავისი   ეპოქის გამორჩეული ხუროთმოძღვარი იყო, ხოლო მასთან,   როგორც დახვეწილ ინტელექტუალთან და უგანათლებულეს,   კეთილ ადამიანთან  ურთიერთობის ხიბლი კი დღემდე   მოჰყვება სასიამოვნო განცდად მის თანამედროვეებს.


 ყველაზე უკეთ  ბუცა (ვიქტორ) ჯორბენაძის და მისი   არქიტექტორული ეპოქის გაცნობა მის შესახებ 2013 წელს   გამოცემული წიგნიდან არის შეიძლება, სადაც 10 მცირე   წიგნადაა თავმოყრილი ყველაფერი და ყველა ფერი ბუცა   ჯორბენაძის შესახებ.  მისი ცხოვრებისა და ხედვების შესახებ   კინოდოკუმენტალისტ საშა რეხვიაშვილს ასევე ორიგინალურად აქვს მოთხრობილი  2002 წელს შექმნილ ბიოგრაფიულ ფილმში. ამ საინტერესო წიგნის  შედგენა და გამოცემა და ისიც, რომ თავის დროზე, ბუცას შესახებ დოკუმენტურმა ფილმმა დღის სინათლე ნახა, ბუცა ჯორბენაძის ოჯახის წევრის, ცნობილი  ქართველი ფინანსისტის, ირაკლი კოვზანაძის ინიციატივითა და თანადგომით მოხდა.


ბუცა ჯორბენაძე და მარჩელო მასტროიანი



მეგობრები და თანამედროვეები ბუცა ჯორბენაძეს იხსნებენ, როგორც მეოცე სუკუნის მეორე ნახევრის, ახალი ათასწლეულის, ახალი ეპოქის ზღურბლის წარმოქმნის მონაწილეს და გულშემატკივარს.  ბუცა - საკუთარ სახლში პრაქტიკულად ხელოვნების მუზეუმის შემქნელი; ბუცა - ადამიანი, რომელიც იოანე პავლე მეორესთან პოლონეთში მისი ეპისკოპოსობისას დამეგობრდა და ბოლომდე ინარჩუნებდა ურთიერთობას; ბუცა -  მარგარეტ ტეტჩერის მასპინძელი და მისთვის ქართული კულტურის გამცნობი; ბუცა -მსოფლიო მწერლობისადა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს კორიფეების - მსტისლავ რასტრაპოვიჩის, ოლეგ ცელკოვის, ერნს ნეიზვესტნის, გალინა ვოლჩეკის, ანდრეი ტარკოვსკის, ფრანსუაზა საგანის, მარჩელო მასტროიანის პირადი მეგობარი; ბუცა - შემოქმედი და მასწავლებელი; ბუცა - მოღვაწე და ადამიანი...სს


ცნობილი ქართველი არქიტექტორი ვახტანგ დავითაია მას ასე იხსენებს:   „ბუცა ჯორბენაძე, ეს არის ძალიან ცნობილი სახელი და ცნობილი სახე ქართულ არქიტექტურაში. ბუცა იყო დიდი ინტელექტუალი, პოეზიის, თეატრის, კინოს, ხელოვნების, ლიტერატურის კარგი მცოდნე და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, არქიტექტურის მსახური. სრულიად განსაკუთრებული ხედვის არქიტექტორი იყო. მე მგონია, რომ მიუხედავად ჩვენი დროის ასეთი კონტრასტულობისა, ბუცა, რომ ცოცხალი ყოფილიყო, არქიტექტურული პროცესი ბევრად უკეთესი და განსხვავებული იქნებოდა“ (ამონარიდი წიგიდან „ბუცა - ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე“).


ბუცა ჯორბენაძე და ნატა ვაჩნაძე



არქიტექტორი ქეთა კობახიძე ბუცა კობახიძეს ასე ახასიათებს:  „ვიქტორი თავისი ინტელექტითა და ინტელიგენტობით იყო გამორჩეული ადამიანი. მისი ჰუმანურობა, ადამიანების სიყვარულის ნიჭით და უზომო სიყვარული თავისი პროფესიისადმი, მისი ის თვისებებია, რომლებიც დაუვიწყარს ხდიდა მასთან ყველა შეხვედრას“ (ამონარიდი წიგიდან „ბუცა - ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე“).


ბუცა ჯორბენაძეს, როგორც საკუთარ თამედროვეობაზე მაღლა მდგომ შემოქმედს ახასიათებს მისი მეგობარი, ცნობილი ქართველი კინორეჯისორი ელდარ შენგელაია: „ბუცა იყო არაჩვეულებრივი არქიტექტორი. აზრებით იყო სავსე. იმ პერიოდში, სხვათაშორის, მის აზრებს არ იღებდნენ, რაღაცნაირი წინააღმდეგობა იყო. და მე ვფიქრობ, ასე ხდებოდა იმიტომ, რომ ძალიან წინ უსწრებდა დროს მისი ქმნილებები. დიდი კამათი და დავები იმართებოდა ბუცას შემოქმედებასთან დაკავშირებით. მაგრამ ის რაც იმ მძიმე დროში ბუცამ მოახერხა გააკეთა, გააკეთა ძალიან კარგი და ძალიან კარგად“ (ამონარიდი წიგიდან „ბუცა - ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე“).


„ბუცასთან ურთიერთობაში თითქოს უკეთესებიც ვჩანდით. ეს სარკე გვაგრძელებინებდა და გვანათებდა. სადაც ბუცა იყო, იქ დიალოგი იყო, – კულტურა იყო, ბუცა კი ყველგან იყო და იდგა „კეთილისა და ბოროტის მიღმა“. ყველა კლასიკური ნიშნით ეგზისტენციალისტის ცოცხალი განსახიერება, ითავსებდა მოქალაქეობრივ სულისკვეთებას ცხოველმყოფელ პათოსს... მრავალმხრივი ინტერესები მის ფიქრში დაბადებული, ზოგჯერ დროში და სივრცეში დაშორებული საგნები და მოვლენები, იდეები და კონცეფციები, ბალაგანური სიმპატიები და არისტოკრატიული მიდრეკილებები, მაღალი ერუდიციის წყალობით, ემიჯნებოდა ეკლექტიკის საშიშროებას და ერთ მთლიანობად იდგა – ეს იყო ბუცა“. – ასე იგონებდენ და იგონებენ მისი მეგობრები და კოლეგები, მასზე წიგნის შემქმნელები, არქიტექტორები შოთა და დავით ბოსტანაშვილები ვიქტორ (ბუცა) ჯორბენაძეს - თანამედროვე არქიტექტურის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელს და მისი შინაგანი სამყაროს უსაზღვოებას აღნიშნავენ, რომლის გამოც განსაკუთრებით უყვარდათ იგი.



საქართველოში უხვადაა მისი არქიტექტურული ქმნილებები. თბილისში, ავლაბარში, სადაც ცხოვრების ბოლო წლები გაატარა და სადაც მდებარეობს მეტეხის კლდეზე გადმოკიდებული მისი ცნობილი აივნებიანი სახლი, დღეს მისი სახელობის ქუჩაა. მაგრამ მთავარი მაინც, ის არის, რომ ბუცა ჯორბენაძემ,  დაბადებისა (1924) და გარდაცვალების (1999), ამ ორი თარიღის შუალედში ალბათ ყველას, ვის გვერდითაც თუნდაც სულ ცოტა ხნით მოუხდა ყოფნა, შეახსენა, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალობა, არისტოკრატიული, უზადო, დახვეწილი ადამიანური ურთიერთობები და უბრალოდ, კარგი კაცობა, არ მთავრდება ამქვეყნიური სიცოცხლით. რომ სიკეთე უსასრულოა და რომ სიკეთის ძალა ყველაზე დიდია დედამიწის ზურგზე.

საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.