#მადლობასაქართველოსთვის - კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს

ამბები

8 აგვისტო 11:55

ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპი“ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„აიგრუპის“  ინიციატივით, აგვისტოს ომში და ასევე, სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მეუღლეებსა და მათ არასრულწლოვან შვილებს საჩუქრად  საქართველოს მთის კურორტის, კერძოდ კი, ბაკურიანის  ერთკვირიანი  საგზური გადაეცემათ.


„უკვე 11 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. გვინდა, გამოვხატოთ დაღუპული გმირების მიმართ პატივისცემა და გვერდში დავუდგეთ მათ ოჯახებსა და შვილებს. ადამიანებს, რომლებსაც ისინი ყველაზე მეტად უფრთხილდებოდნენ და იცავდნენ. ქართველი ჯარისკაცების გმირობა თითოეული ჩვენგანისთვის ისეთივე ძვირფასი და საამაყოა, როგორც მათი ოჯახებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში და ასევე, სამხედრო მისიებში დაღუპული გმირების ოჯახებს, რომელთაც ამ დროისთვის ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ბაკურიანის ერთ კვირიან საგზურებს გადავცემთ საჩუქრად. ამ პროექტის განხორციელებით, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თავდადებისთვის ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს,“- აცხადებს კომპანია „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახა გულედანი.


პროექტი აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში სამხედრო და ძალოვანი უწყებების  დაღუპული თანამშრომლების 85 ოჯახს მოიცავს. პროგრამის განხორციელების პერიოდი აგვისტოს მეორე ნახევარი და სექტემბერია. კომპანია „აიგრუპი“ უზურნველყოფს, როგორც სასტუმროს, ასევე სამჯერადი კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯს.


„აიგრუპი“ აღნიშნული აქციით ასევე, ეხმიანება პროგრამას „დაისვენე საქართველოში“, რომელიც თავის მხრივ, იმ კურორტების თანადგომას გულისხმობს, სადაც წელს ყველაზე მეტად იგრძნეს ტურისტების ნაკლებობა. ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზაფხულის და ზამთრის კურორტია, სადაც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ძირითადად, ბავშვებთან ერთად ისვენებენ. 


„აიგრუპი” პირველი ქართული ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21 საუკუნის გამოწვევებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც „აიგრუპის“ და მისი შვილობილი კომპანიების მამოძრავებელი ძალაა. „აიგრუპის“ ქვეშ გაერთიანებული კომპანიები: „აიქარი“, „აიფაუერი“, „აიენერჯი“ და „აიფროდაქშენი“ სთავაზობს ამ ქვეყნის მოქალაქეებს ელექტრომობილების გაქირავების სერვისს, ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის შექმნას, მზის პანელების საშუალებით ელექტროენერგიის მოპოვებას და რეალიზაციას და ქ. ქუთაისში ელექტრომობილების წარმობას.

საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.