8 ფაქტი Summer Set-ზე, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში მოხდა

ამბები

26 სექტემბერი 17:54

Summer Set Festival-ის შემოდგომის სერია Fall Set ორ ნაწილად გაიმართება. მუსიკალური ფესტივალი შემოდგომის ორ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოგიდგენთ: 5 ოქტომბერს - Worakls Orchestra Tour და 2 ნოემბერს - Boris Brejcha.

“Summer Set, როგორც ელექტრონული მუსიკის საფესტივალო ბრენდი 2012-დან არსებობს, ძალიან გვიხარია, რომ საფესტივალო კულტურის შექმნაში ფესტივალმა საკუთარი წვლილი შეიტანა და დღეს უკვე ელექტრონულ მუსიკას ორკესტრთან ერთად ვთავაზობთ მსმენელს. ამ 7 წლის მანძილზე უამრავი საინტერესო ისტორია გადაგვხდა თავს, საიდანაც რამდენიმე ფაქტი შეგვიძლია მოგიყვეთ.”,-ამბობს ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.


1. Worakls, როგორც არტისტი, საერთოდ არ იყო გათვლილი კომერციაზე, 2015 წლის Summer Set-ზე ის გამთენიის 6-ის ნახევარზე დადგა სცენაზე, მაგრამ იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ მას შემდეგ ყოველი წლის შემოდგომაზე ჩამოგვყავს.



2. ყველაზე მეტი მსმენელი ბათუმიდან თბილისში გადმოტანილ Faithless-ის ლაივს დაესწრო, 15 000 ადამიანი.



3. Summer Set სახელის მიუხედავად სეტებზე მეტად პრიორიტეტს ყოველთვის ცოცხალ პერფორმანსებს ანიჭებდა. ჩამოყვანილი არტისტების უმრავლესობა მსმსნელის წინაშე სწორედ ცოცხალი შესრულებით წარდგა. (Sleep Party People 2016 წ.)



4. ღონისძიებაზე მოსული ადამიანების რაოდენობა არ ნიშნავდა კომერციას, მაგრამ ყველაზე საამაყო მაინც ის არაკომერციული ივენთებია, საიდანაც მსმენელი “მონუსხული” წავიდა (Nils Frahm, 2015 წ.)



5. ყველაზე რთული მოთხოვნა Faithless-ს ქონდა: იმისთვის, რომ მისი ერთხელ გადადებული ივენთი შემდგარიყო, კერძო თვითმფრინავის დაქირავება 4 დღეში მოგვიხდა. (Faithless 2013წ.)



6. ჩვენს ფესტივალზე ჩაკეტილ ბიოტუალეტში ჩაძინებულმა სტუმარმა მაშინ გამოიღვიძა, როდესაც სატვირთო ავტომობილი ბათუმიდან თბილისში მოდიოდა.


7. 2014 წელს საქართველოში სპეციალურად ჩამოვიყვანეთ Daddy G, რომ შემდეგ ჩვენი საოცნებო Massive Attack-ის ლაივი შემდგარიყო, მაგრამ მოლაპარაკებები დადებითად ჯერაც არ დასრულებულა.



8. 2013 წლის Summer Set-ის პიარ კამპანიაში ოფიციალურად ჩადებული იყო “ფესტივალზე ქცევის წესები”, სადაც ერთ-ერთი პუნქტში გვეწერა: “ფესტივალი ნეგატივისგან დაცლის კი არა, ოპტიმიზმის მიღების საშუალებაა, თუ შემთხვევით მხარი გაგკრეს, ერთმანეთს უღიმით და უბოდიშებთ”.


“და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: 3 ოქტომბერს გვინდა Worakls-ის ყველაზე დიდი გულშემატკივრების და მსმენელებისთვის სპეციალური შეხვედრა მოვაწყოთ, სადაც ისინი პირველები მოისმენენ Orchestra-ს კომპოზიციებს, მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ ჩვენს ოფიციალურ FB გვერდზე, სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია”- ამბობს ნიკა დვალიძე.


დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.




×

საბანერო პოზიცია
300x150