ჯიპიაის სოციალურმა პროექტებმა კონკურს „მელიორას“ ორი ჯილდო მიიღო

ამბები

16 დეკემბერი 10:57, 2019 წელი

პასუხისმგებელიანი ბიზნესის კონკურს „მელიორაზე“ წარმოდგენილ 69 პროექტს შორის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორმა პროექტმა ორ ნომინაციაში - პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი და საზოგადოების მხარდაჭერა, გაიმარჯვა.

პასუხისმგებლიანი ბიზნესის კონკურსი „მელიორა“ უკვე მეორედ იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაურის ფონდის მხარდაჭერით. დაჯილდოვების ცერემონია 12 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ შედგა და მას ბიზნეს წრეების, მთავრობისა და დოპლომატიური კორპუსის წარმომომადგენლები ესწრებოდნენ.


ნომინაციაში „საზოგადოების მხარდაჭერა“ გამარჯვებული პროექტი „ეკოისტი“ გახდა. „ეკოისტების“ მოძრაობა იმ ადამიანებს აერთიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კი მათ საშუალებას აძლევს თანხა (ეკომონეტები) გამოიმუშავონ „ეკოქცევებში“. ეკოქცევით თანხის გამომუშავება მობილური აპლიკაციით MyGPI ხდება. ნიშანდობლივია, რომ პროექტი ყველა მსურველზე ვრცელდება და არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯიპიაი-ს კლიენტებით, რომლებიც ეკომონეტებს სადაზღვევო პრემიის გადახდითაც აგროვებენ (პრემიის 10%მდე). დღემდე ეკოისტების მოძრაობაში 20,000 ადამიანზე მეტია გაერთიანებული.


მეორე ჯილდო - პასუხისმგებლიანი დამსაქმებლის ნომინაციაში კომპანიას „მოქმედების დღისთვის“ ერგო, რომელიც გათვლილია თანამშრომელთა მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობაზე.


ინიციატივა ხელმძღვანელობისა და თითოეული თანამშრომლის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. მთელი კომპანია 12 გუნდად დაიყო, რომელთაც ჰქონდათ თავისუფლება, მოეფიქრებინათ მათთვის სასურველი საქველმოქმედო პროექტი და განეხორციელებინათ ის ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. კომპანია უზრუნველყოფდა როგორც ფულად, ისე სხვა სახის რესურსებს და ცხადია, ანაზღუარებად სამუშაო საათებს, რომელსაც თანამშრომლები პროექტის განხორციელებაში ხარჯავდნენ. თანამშრომელთა გადაწყვეტილებით შეირჩა ისეთი პროექტები, სადაც დახმარება ყველაზე მეტად ხელშესახები იქნებოდა და წვლილს შეიტანდა იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები აქვთ, იქნებოდა ეს საზღვრისპირა სოფელში მაცხოვრებელი ოჯახის დახმარება სახნავ-სათესი მასალებით და ფიზიკური შრომით ვენახის მოვლისას; მოხუცებულთა თავშესაფრის საჭიროებების კვლევა და მათი უზრუნველყოფა სხვადასხვა ნივთებით; შშმ პირთა დასახლებაში თხილის ნერგების დარგვა თუ განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების სკოლის ოთახის მცენარეებით მომარაგება.


პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის და თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის უაღრესად სასიხარულოა ეს ჯილდო. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა სამართლიანობის, თანადგომისა და თანასწორობის პრინციპებს. ჩვენ, როგორც ევროპული სადაზღვევო კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრები, ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოში დავნერგოთ ევროპული მიდგომები და ფასეულობები - ეს კი ცხადია ჩვენი თანაშრომლებიდან, პარტნიორებიდან და მომხმარებლებიდან იწყება. ყველა ჩვენი სოციალური ინიციატივა სწორედ ამ გადმოსახედიდან ხორციელდება, რომ ვიყოთ ამ საზოგადოების ღირსეული ნაწილი და წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.“


კონკურსი „მელიორა“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსია. იგი ყოველწლიურად გამოავლენს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამაგალითო ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში და ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო.


„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 21% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ, ისე საცალო მიმართულებთ. ჯიპიაი ჰოლდინგში 850 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.


„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.

ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
ამბები

„შენ ტირი, ნუ ტირი, მე კარგად ვიქნები, მე მაგარი გოგო ვარო“ - ხშირად ამხნევებს დედას

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პატარებს სახელმწიფოს დახმარების იმედიღა აქვთ.
ჩვენ გვერდით

კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  
საკნატუნო ამბები

ეგონა, უკვალოდ მოქმედებდა, თუმცა...

წარმოიგინეთ, შედიხართ სამზარუელოში და ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი გაურკვეველ წითელ მასაში ამოსვრილი იატაკზეა გართხმული. საშინელებაა!
დღის ჰოროსკოპი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ამბები

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.
ამბები

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე წინდებით ძილი?

თუკი ძილის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა, ამან გიშველოთ...
დღის ჰოროსკოპი

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

ნობელის პრემიის ლაურეატის საიმედო პროგნოზი COVID-19-ზე

თქვენ წინაშეა 72 წლის ებრალელი ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი - 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, აშშ-ს ეროვნული აკადემიის წევრი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი...
ჩვენ გვერდით

ლიეტუველმა ფოტოგრაფმა კარანტინში მყოფი ადამიანები დრონით გადაიღო

ახალი ვირუსის გავრცელებამ ადამიანების უმრავლესობა აიძულა, კარანტინის ან თვითიზოლაციის პირობებში იცხოვრონ. ადას ვასილიუსკასი ლიეტუველი ფოტოგრაფია, რომელმაც ეს მომენტი სათავისოდ გამოიყენა და საინტერესო ნამუშევრები შექმნა.