როგორ გაგრძელდება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ეპიდემიის პერიოდში?

ამბები

24 მარტი 19:00, 2020 წელი

კორონავირუსის გავრცელების პირობებში ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის აქტუალურ კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობს:

 


- ქალბატონო თამარ, უკვე ცნობილია, რომ COVID-19 გამოსავლენად აგრესიული ტესტირება დაიწყება. ვინ გაივლის ტესტირებას პირველ რიგში?


- ტესტირება, პირველ რიგში, შეეხება ისევ და ისევ მაღალი რისკის ჯგუფებს, შემთხვევის განმარტებიდან გამომდინარე - მოგზაურები, ადამიანები გამოხატული სიმპტომებით, ასევე პაციენტები, რომლებიც მოხვდებიან ჰოსპიტალში ცხელებით; ის პირები, ვინც შეიძლება კონტაქტებიც იყვნენ და რაღაც სხვა მიზეზით მოხვდნენ ჰოსპიტალში, ასევე - სამედიცინო პერსონალი. ეს არის პირველი რიგის ჯგუფები და ამ ჯგუფებზე იქნება მიმართული ის ტესტები, რომლებიც პირველ ეტაპზე გვექნება. შემეგ უკვე ეტაპობრივად, იმის მიხედვით, თუ როგორ ხასიათს მიიღებს ეპიდემიის გავრცელება, ჩვენ შეიძლება გავაფართოვოთ ეს მოცვა. ალგორითმი უკვე მზად აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ამ დეტალებთან დაკავშირებით  და მალე გამოქვეყნდება.


 


- რამდენი ინფიცირებული პაციენტის მიღება შეუძლია ამ ეტაპზე საავადმყოფოებს?


- ჩვენ შევარჩიეთ კორონავირუსის მართვის კონცენტრირებული მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოიყო საავადმყოფოები მხოლოდ ამ მიზნისთვის - კორონავირუსის მართვისთვის. დღეს თბილისში მზად არის საავადნყოფოები, სადაც საწოლების რაოდენობაა 500-მდე. ეს რაოდენობა მალე გაიზრდება გეოგრაფიული ადგილმდებარების მიხედვით ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებიდან გამომდინარე და გვინდა, რომ საწოლების რაოდენობა 800-მდე შეივსოს.
მეორე ეტაპზე, თუ ეპიდემია გავრცელდა, დადგენილია შემთხვევების გარკვეული ზღვრული მაჩვენებლები, როცა შერჩეულ საავადმყოფოებს მიეცემათ მითითება, რომ დაცალონ ტავიანთი კლინიკები და მთლიანად გადაერთონ ცხელებით შესულ პაცენტებზე. ესეც დღეს-ხვალ დამტკიცდება ნორმატიული დოკუმენტის სახით და გამოკვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. ასე რომ, ყველას შეეძლება ნახოს, რომელი კლინიკები დგანან მოლოდინის რეჟიმში და როგორც კი დადგება საჭიროება, მთლიანად გადაეწყობიან.


 


- ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საველე ჰოსპიტალში კარვების რაოდენობა არ არის საკმარისი...

- სანამ კარვებამდე მივალთ, ჰოსპიტალური სექოტრია და მისი გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს. საქართველოს, ზოგადად, მოსახლეობასთან მიმართებით საწოლფონდი აქვს უფრო მაღალი. სუნთქვის აპარატების რაოდენობაც გვაქვს უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ქვეყნებს - თუნდაც ბალტიისპირეთის ან ევროპის ქვეყნებს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ჯანდაცვის სისტემის ჭარბ ინფრასტრუქტურაზე და თუ დაგვჭირდა, ამის გამოყენების შესაძლებლობა გვექნება. არ გამოვრიცხავ, რომ საველე ჰოსპიტალი იყოს საჭირო, როგორც მარნეულში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ საველე ჰოსპიტალს ვიყენებთ მხოლოდ ამბულატორული პაციენტების ნაკადებისთვის, რათა ამდენმა ადამიანმა არ იაროს საავადმყოფოს შენობაში და გართ მოხდეს მათი საწყისი შეფასება. ასე რომ, თუ კარვები დაგვჭირდება, როგორმე ვიშოვით.


 


- დაიწყება თუ არა აცრები პნევმონიაზე და, თუ დაიწყება, რა მიზნით და რომელი რისკჯგუფებისთვის, პირველ რიგში?


- პნევმონია შედის ჩვენი აცრის კალენდარში ბავშვებისთვის. ხანდაზმულებისთვის პნევმონიის აცრის ჩატარება ნებისმიერ შემთხვევაში რეკმენდებულია და კარგია, რადგან იცავს პნევმონიისგან, რაც, თავისთავად, ისედაც რისკფაქტორია ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვაქვს გარკვეული კონსუტაციები ამ საკითხზე. ისე პირდაპირ, რა თქმა უნდა, პნევმონიის აცრა კორონავირუსისგან დაცვის მიზნებს არ ემსახურება, თუმცა არაპირდაპირად, თუკი გართულებული შემთხვევებია, ამან შეიძლება, გარკვეულწილად, გააუმჯობესოს გამოსავალი და ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში - იქნება გრიპის ეპიდემია თუ რომელიმე სხვა ვირუსული ინფექციის ეპიდემია, ამ ტიპის აცრა არის გარკვეული დაცვა იმ ადამინებისთვის, ვისაც დასუსტებული აქვთ იმუნური სისტემა. მიმდინარეობს ამაზე კონსუტაციები და გარკვეულ პერიოდში ცამოვყალიბდებით.


 


- მომზადდება თუ არა ეროვნული უმცირესობებისთვის საინფორმაციო კამპანია და ვირუსის გავრცელების მიმდინარე სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით?


- ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საინფორმაციოა კამპანია მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა მეტად გვჭირდება ეროვნული უმცირესობების მოცვა იმ მხრივ, რომ თითოეულის ენაზე იყოს ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია, რაც ვრცელდება.
ვიზუალურად რაც მეტად გამოჩნდება ეპიდემიის გავრცელების დინამიკა და გამოჩნდება, სად ვართ ჩვენ, კარგია. მოსახლეობა თვალს ადევნებს მსოფლიო სტატისტიკას სპეციალურად შექმნილ ვებგვედზე, თუმცა საქართველოში ჯერ იმდენად მცირეა შემტხვევების რაოდენობა, ამის რეგიონული ანალიზის ჭრილში წარმოდგენა ტექნიკურად არაფერს მოგვცემს. სამომავლოდ, როგორც წესი, ეპიდემიის ანალიზი ჩატარდება რეგიონულ ჭრილში. ასეთია სტანდარტული ეპიდანალიზის სქემა და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების სახით არსებობს.
დღეს კი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ახლა გაგვიჩნდა ორი რეგიონული წერტილი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სახით, რეგიონული შემთხვევები საბედნიეროდ არ გვაქვს.



- ეპიდემიის გამო ხომ არ შეჩერდება ან შეიცვლება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა?

- არც ერთ პროგრამას არც ერთ შემთხევაში არ ემუქრება შეჩერების საფრთხე და ჩვენი ერთ-ერთი მთავარ მიზანი ახლა გახლავთ სწორედ ის, რომ უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი. სამედიცინო საჭიროებები  ბევრი არსებობს და covid-19-ზე უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჯანდაცვის სისტემა ადამიანის ჯანმრთელობის რიკსების თვალსაზრისით  და ამდენად ყველა სევრისი - იქნება ეს დიალიზი, ტუბერკულოზის პროგრამა, აივ შიდსი, მეტადონი და კიდევ ბევრი სხვა, რა თქმა უნდა, უწყეტ რეჟიმში გაგრძელდება,
ერთადერთი პერიოდის გახანგრლივება შეეხეო გეგმიური ოპრაციების ჩატარები ვადას. თუ აქამდე თუ ჩვენ გვქონდა 2-თვანი ვადა, როცა უნდა მოგვესწრო ყველა განცხადების განხილვა და დაკმაყოფილება, ახლა ეს პერიოდი გახანგრძლივდება 4 თვემდე, იქედან გამომდინარე, რომ მეტი საწოლი იყოს თავისუფალი, ასევე ამ პერიოდში არ არის სასურველი გეგმიური ოპერაციები და  არასაჭირო ვიზიტები საავადმყოფოებში. ერთადერთ შეზრუდვაა გეგმიური ოპერაციების მოლიდინის პერიოდის გახანგრძლივება, სხვა ყველა სერვისი გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?