„არქიმ“ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა

ამბები

3 აპრილი 17:21

დღეს „არქი“ მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს 1000 ცალი N95 ტიპის სპეციალური დანიშნულების სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა. გარდა ამისა, დამატებით „არქიმ“ კიდევ 1000 რესპირატორი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადასცა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს აქტივობებს კორონავირუსის წინააღმდეგ. ამჯერად თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადავცემთ მაღალი ხარისხის N95 ტიპის სპეციალურ რესპირატორებს, რომელსაც საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თანამშრომელს ვინც ახლა თავდაუზოგავად შრომობს ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებისთვის,“- ამბობს შიო ხეცურიანი, „არქის“ გენერალური დირექტორი.


„მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა და კომპანიის ჩართულობა. მადლობას ვუხდი „არქის“, რომ მოგვამარაგა საჭირო პროდუქციით,“- ამბობს შოთა ონიანი, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


თავდაპირველად არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონავირუსთან ბრძოლისთვის, თუმცა შემდგომ ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიის პარტნიორებმა და გუნდმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს თანხა საგრძნობლად გაზარდეს. ახლა კომპანიას 300 000 ლარზე მეტი აქვს სხვადასხვა აქტივობისთვის გამოყოფილი.


„არქიმ“ რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცა საჭირო ინვენტარი, ხოლო ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა. „არქი“ მერიის ინიციატივას შეუერთდა და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს გადასცა საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები. კომპანიის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, კომპანიის ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილსა და კუთვნილ ხელფასს.

დღის ჰოროსკოპი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ დავალაგოთ გარდერობი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

აღიარეთ, დილით რამდენჯერ გაგიფიქრებიათ „რა ჩავიცვა“, როცა სასოწარკვეთილი მისჩერებიხართ ღია კარადას? არადა, თითქოს, ტანსაცმელი შიგნით აღარ ეტევა, ჩასაცმელი მაინც მართლაც არაფერია.  
ამბები

„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა.
დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?