გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

ამბები

11 ოქტომბერი 17:06

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.

სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე ასეული ცოცხალი ვიდეოჩართვა განხორციელდა, რომელშიც გურჯაანის მერიის, კერძო და საჯარო დაწესებულებებისა და სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


მათ შორის იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.


„ჩემი პირადი გვერდიდან იშვიათად ვაკეთებ ასეთ რამეს, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მინდა რომ დაგპატიჟოთ ღვინის ფესტივალზე. ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, ნაცნობს, გელოდებით 12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე. ერთად დავაგემოვნოთ საუკეთესო ქართული ღვინო“, - ასე მიმართა არჩილ ხანდამაშვილმა საზოგადოებას.


სამუშაო ადგილებიდან, სახლიდან, ტრანსპორტიდან, ქუჩიდან - სხვადასხვა ასაკის გურჯაანელებმა ერთსადაიმავე დროს მიმართეს საზოგადოებას და გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოიწვიეს. ამასთან ერთად, თითქმის ერთი თვეა, სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ვიდეოკამპანია, სადაც ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები ამავე შინაარსის ვიდეო მიმართვებს ავრცელებენ და საზოგადოებას გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ეპატიჟებიან.


შეგახსენებთ, გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე მესამე წელია იმართება, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება და 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება. გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს „m² უძრავი ქონება“ , სპონსორი – საქართველოს ბანკი ბიზნესი. ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით იმართება. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.





 

დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?