„ტურბომ“ პანდემიასთან მებრძოლ კლინიკებს ავტომობილები სარგებლობაში გადასცა

ამბები

16 აპრილი 19:16

„ტურბომ“ საკუთარი ავტომობილები სარგებლობაში გადასცა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის პერსონალს.

ყველა ავტომობილს ჩაუტარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები; გარდა ამისა, ავტომობილები უზრუნველყოფილია საწვავითა და ულიმიტო დაზღვევით.


„როგორც იცით, „ტურბო“ ავტოლიზინგს სთავაზობს მომხმარებელს და, შესაბამისად, გვყავს ავტომობილები საკუთრებაშიც. ჩვენი მიზანია თავისუფალი გადაადგილება ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. თავისუფალი გადაადგილება კი, არსებული საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, პირველ რიგში, პანდემიასთან მებრძოლ გმირ ექიმებს ესაჭიროებათ. ამიტომ გვინდოდა, რომ მცირედით მაინც დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვინც ამ რთულ დროს დაუღალავად შრომობს და ზრუნავს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე“, - აცხადებენ კომპანიაში.


„ტურბო“ გირჩევთ, რომ პანდემიის პერიოდში, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად მოერიდოთ გარეთ გასვლას. თუმცა, თუ ავტომობილით გადაადგილების აუცილებლობა გექნებათ, გთავაზობთ რჩევებს, როგორ დავიცვათ თავი ამ დროს ისე, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.



სასურველია, სურათზე მოცემული ადგილები, ავტომობილში ჩაჯდომისას, დაამუშაოთ ანტისეპტიკური ხელსახოცით ან სპირტით (60%-70%-იანი ხსნარით). ეს სწორედ ის ადგილებია, რომლებსაც ადამიანი ყველაზე ხშირად ეხება ხელით და, შესაბამისად, ყველაზე მეტი ბაქტერიაც აქ გროვდება.


ეცადეთ, რომ იმგზავროთ მარტომ და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, პერიოდულად გაანიავოთ ავტომობილი.


დავიცვათ ერთმანეთი ვირუსისგან და გავუმარტივოთ შრომა ჩვენს ექიმებს! #დარჩისახლში


დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.