გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავეს

ამბები

1 ნოემბერი 14:12

შემოგვიერთდით - ხელმოწერების შეგროვება დაიწყო!

„გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიასა და საკრებულოს, მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პაციენტების მკურნალობის და რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება“, - ნათქვამია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების განცხადებაში.


მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შემუშავებულია პაციენტების მიერ და ხელმოწერების შეგროვა უკვე დაიწყო! პეტიციის მიზანს, საქართველოში გაფანტული სკლეროზით მქონე პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. გამოქვეყნებული შედეგები მკურნალობის ხელშეწყობის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიასა  და საკრებულოს გადაეგზავნებათ.


https://manifest.ge/main/item/2753?fbclid=IwAR3KeG5ihpnfZUYE0yoMsIvsYzd7nmLxOQ0AKsNsRCh2Svc3ORGnrZlaX_8


შეგახსენებთ, რომ  გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.


საქართველოში რეგისტრირებულია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო დაავადების მამოდიფიცირებებელი რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა ისინი არ ფინანსდება ქვეყანაში მიმდინარე რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რის გამოც გაფანტული სკლეროზის მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის. პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო! დროული მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ისინი დაუბრუნდნენ  სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.


ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:


გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა -  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც  მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას. 

დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?