თელავის ისტორიულ მუზეუმში ბექა ხუცურაულის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა 7 ნოემბერს გაიხსნება

ამბები

4 ნოემბერი 13:25, 2019 წელი

თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში, 7 ნოემბერს 13:00 საათზე მხატვარ ბექა ხუცურაულის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ხელოვანი „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ პერსონალურ გამოფენაზე 50-მდე ნამუშევარს წარმოადგენს.


„7 ნოემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში ჩემი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა 13:00 საათზე გაიხსნება. 7 ნოემბერს იმიტომ განისაზღვრა, რომ ერეკლე მეორის დაბადების დღეა და ერეკლეობა აღინიშნება თელავში. დაახლოებით 50- მდე ნამუშევარი მინდა გამოვფინო. აქ არ არის კონკრეტული თემატიკა, შერეულია, რადგან პირველი პერსონალური გამოფენაა, თუმცა შემოდგომის თემატიკა უფრო ჭარბობს. ბევრი ნამუშევარი მაქვს შემოდგომის თემატიკასთან დაკავშირებით. მითუმეტეს კახეთია, დახუნძლულია იქაურობა ფერებით და ასე ვთქვათ, მინდოდა, რომ მეც ამ კუთხით წავსულიყავი. გამოფენა 10 დღეს გასტანს“, - აღნიშნა ბექა ხუცურაულმა.


მისივე თქმით, გამოფენა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში თელავის მუზეუმის თანამშრომლების ინიციატივით დაიგეგმა.


„რა თქმა უნდა, მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი წლის განმავლობაში მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და მინდა, რომ ეს დღე განსაკუთრებული იყოს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან არის ფერწერული ტილოები, ზეთით და ტემპერით შესრულებული ანუ რამდენიმე ასეთი ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ნამუშევრების გაყიდვა“, – მოგვითხრობს მხატვარი.


ფერმწერმა გამოფენაზე წარმოსადგენი ნამუშევრების ნაწილს კერძო კოლექციებიდან მოუყარა თავი, ნაწილი კი ახალი დახატული აქვს.


„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება, გამომდინარე იქიდან რომ ეს არის პირველი. პირველი დასრულებული სახით, რომელიც საგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგენილი. ვიცი, რომ მუზეუმის თანამშრომლები და მთელი თელავი გულით მელოდება. ეს არის ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ძალიან ძვირფასი მოვლენა“, - დასძინა მხატვარმა ბექა ხუცურაულმა.


 

ამბები

კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია.  „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
დღის ჰოროსკოპი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!